ბინგ კროსბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კროსბი, ბინგ)
ბინგ კროსბი
დაბადების სახელი ჰარი ლილზ კროსბი უმცროსი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1903
ტაკომა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 ოქტომბერი, 1977
ალკობენდასი, ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1926-1977
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1944 — მივდივარ ჩემი გზით

ჰარი ლილის „ბინგ“ კროსბი (ინგლ. Harry Lillis „Bing“ Crosby; დ. 3 მაისი, 1903 — გ. 14 ოქტომბერი, 1977) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომლის კარიერა 1926 წლიდან მის გარდაცვალებამდე (1977) გრძელდებოდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი პირველი მულტიმედია ვარსკვლავი, 1934–1954 წლებში, ბინგ კროსბი თითქმის კონკურენტგარეშე იყო რადიო რეიტინგებში, ფირფიტების გაყიდვებსა და კინოფილმების გაქირავებაში. ის მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური შემსრულებელი ისტორიაში და ამჟამად ყველაზე მეტად ელექტრონულად ჩაწერილი ადამიანის ხმაა ისტორიაში. მასვე მიაწერენ ყველა მისი მიმდევარი მამაკაცი მომღერლის შთაგონების წყაროს. მათ შორის იყვნენ ფრენკ სინატრა, პერი კომო და დინ მარტინი. 1962 წელს კროსბი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც გრემის ცხოვრების მიღწევების ჯილდო მიიღო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1935 მისისიპი Mississippi ტომ გრეისონი
1944 მივდივარ ჩემი გზით Going My Way მამა ჩაკ ო'მეილი
1945 წმინდა მარიამის ზარები The Bells of St. Mary's მამა ჩაკ ო'მეილი
1954 სოფლელი გოგონა The Country Girl ფრენკ ელჯინი
1964 რობინი და 7 ჰუდი Robin and the 7 Hoods ალენ დეილი
1966 დილიჟანსი Stagecoach დოქტორი ჯოშია ბუნი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]