წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

წერაქვის სამონასტრო კომპლექსი — XII—XIII სს-ის ქართული კულტურული ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის მარცხენა მხარეზე, სოფელ წერაქვთან. მასში შედის XII—XIII სს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. 1, 1960, გვ. 95
  • ბერძენიშვილი დ., „ხევი ბოლნისისა“ IV, თბ., 2003, გვ. 235-235
  • გიორგობიანი ბ., წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1988 (28 ივნ.), გვ. 4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]