კლაუდია ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდია დე ვალუა
claude de valois
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 19 იანვარი 1559
მმართ. დასასრული: 21 თებერვალი 1575
წინამორბედი: კრისტინა დანიელი
მემკვიდრე: მარგერიტა გონძაგა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 ნოემბერი 1547
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, პარიზი,საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 21 თებერვალი 1575, (27 წლის)
გარდ. ადგილი: სტანისლას სასახლე, ნანსი, ლოთარინგიის საჰერცოგო
მეუღლე: შარლ III, ლოთარინგიის ჰერცოგი
შვილები: 1. ანრი II, ლოთარინგიის ჰერცოგი
2. კრისტინა, ტოსკანის ჰერცოგინია
3. კარდინალი შარლი
4. ანტუანეტი, იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია
5. ანა
6. ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
7. კატრინი, რემირემონტის აბატი
8. ელიზაბეთი, ბავარიის ჰერცოგინია
9. კლაუდია
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II, საფრანგეთის მეფე
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

კლაუდია დე ვალუა (დ. 12 ნოემბერი, 1547 — გ. 21 თებერვალი, 1575) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის პრინცესა, ლოთარინგიის ჰერცოგინია 1559-1575 წლებში. საფრანგეთის მეფე ანრი II დე ვალუასა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე დე მედიჩის მეორე ქალიშვილი და მესამე შვილი. 1559 წელს მიათხოვეს ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს. 1572 წელს დაესწრო თავისი დის, მარგარიტა დე ვალუას ქორწინებას, ასევე დაესწრო წმინდა ბართლომეს ღამესაც. 1573 წელს დაესწრო , თავისი ძმის, ანრის კორონაციას პოლონეთის მეფედ. 1575 წლის 21 თებერვალს კლაუდია მეცხრე შვილის მშობიარობას, ოცდარვა წლის. მან გოგონა გააჩინა რომელსაც მის პატივსაცემად კლაუდია დაარქვეს. მისი გარდაცვალების შემდგომ შარლს ცოლი აღარ შეურთავს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდია დაიბადა 1547 წლის 12 ნოემბერს, ფონტენბლოს სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუასა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მესამე შვილი. მას სახელი ბებიამისის, საფრანგეთის დედოფალ კლაუდია დე ვალუას პატივსაცემად დაარქვეს. იგი ღრმა ბავშვობაში ცხოვრობდა შატო დ'ანეტში, ამიტომაც საფრანგეთის სამეფო კარზე მეტსახელად "Mademoiselle d'Anet"-ს ეძახდნენ, რაც დედამისის იდეა იყო.[1]

კლაუდია იზრდებოდა თავის უფროს დასთან, ესპანეთის მომავალ დედოფალ ელიზაბეტა ვალუასთან და ასევე თავის რძალთან, შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტთან ერთად. სამეფო ბავშვებს ზრდიდა ანრი II-ის სამეფო საყვარელი დიანა დე პუატიე. თუმცა რეალურად დიანა მათ აღზრდას მხოლოდ თვალყურს ადევნებდა, ბავშვებს კი ამიენის ჰერცოგინია და მისი მეუღლე ზრდიდნენ. [2]

კლაუდია იყო გენეტიკური დაავადებების მსხვერპლი, რომელიც ეკატერინე მედიჩიმ ყველა თავის შვილს გადასცა, გარდა მარგარიტასი. კლაუდიას სჭირდა კიფოზი და ამასთან ფეხის გულებიც შიგნით ჰქონდა შეხრილი. მიუხედავად ამისა დიდ ხნიანი მკურნალობის შემდეგ კლაუდია სრულიად გამოჯანმრთელდა.[3]

1558 წელს კლაუდია დაესწრო თავისი უფროსი ძმის, საფრანგეთის დოფინ ფრანსუას ქორწინებას შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტზე. ქორწილში დაიდგა საოცარი წარმოდგენა, რომლის დროსაც ნადიმის დროს დარბაზში შევიდა რამდენიმე მოოქროვილი გემი რომლებზეც იდგნენ ნიღაბაფარებული უფლისწული, რომლებმაც საცეკვაოდ გაიწვიეს საცეკვაოდ გაიწვიეს დედოფალი ეკატერინე მედიჩი, პრინცესა ელიზაბეტა, პრინცესა კლაუდია და პრინცესა მარგარიტა.

კლაუდია ვალუა

1559 წელს საფრანგეთმა კატო კამბრეზის ზავით დაასრულა ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა ესპანეთთან, ამიტომაც მეფე ანრი II-მ გადაწყვიტა სამი დინასტიური ქორწინებით ყველა მტერი მოკავშირედ ექცია. თავისი უფროსი ქალიშვილი, ელიზაბეტა დანიშნა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ზე, კლაუდია დანიშნა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ზე, ხოლო თავისი უმცროსი და მარგარიტა დანიშნა სავოიის ჰერცოგ ემანუელ ფილიბერტზე.

1559 წლის 15 იანვარს, 11 წლის ასაკში, პრინცესა კლაუდია და ლოთარინგიის ჰერცოგი შარლ III ნოტრ დამში დაქორწინდნენ. კლაუდია 19 იანვარს ლოთარინგიის ჰერცოგინიად აკურთხეს. რამდენიმე თვით კლაუდია მეუღლითურთ საფრანგეთში დარჩა. ამავე წლის 22 ივნისს ნოტრ დამში დაქორწინდნენ ელიზაბეტა ვალუა და ფილიპე II. 30 ივნისს მათი ქორწილისთვის გამართულ საზეიმო ტურნირზე, შოტლანდიელმა გვარდიელმა, დევიდ მონტგომერიმ მეფე ანრი II-ს შემთხვევით თვალში შუბი გაუყარა. მეფე ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს, მისივე სურვილით მისი დის ქორწილი არ გადადეს. 1559 წლის 9 ივლისს მარგარიტა ვალუა დაქორწინდა სავოიის ჰერცოგზე, ქორწილს მხოლოდ ეკატერინე მედიჩი დაესწრო. 10 ივლისს კი ანრი II გარდაიცვალა. 1559 წლის ბოლოს პარიზიდან სამი სამეფო ეტლი გამოვიდა, ერთით ელიზაბეტა და ფილიპე ესპანეთში გაემგზავრნენ, მეორეთი კლაუდია და შარლი ლოთარინგიაში, ხოლო მესამით მარგარიტა და ემანუელი სავოიაში. [4]

ლოთარინგიის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდიასა და შარლს ურთიეთიერთობა კარგად აეწყოთ.[5] კლაუდია დედი, დედოფალ ეკატერინე მედიჩის საყვარელი შვილი გახდა. ერთხელ ეკატერინე გაუფრთხილებლადაც ესტუმრა ქალიშვილს ლოთარინგიაში, რომელმაც ისიამოვნა ამ ვიზიტით და სიძეც მოეწონა. [6]გარდა ამისა, ეკატერინე მედიჩი დაესწრო კლაუდიასა და შარლის პირველი შვილის, ანრის ნათლობას ბარ-ლე-დუკში. [7]საფრანგეთი და ლოთარინგია მეზობელი ქვეყნები იყვნენ, მათი დედაქალაქები - პარიზი და ნანსი კი იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ კლაუდია დედამისსა და და-ძმებს საფრანგეთის სამეფო კარზე ხშირად სტუმრობდათ, ზოგჯერ მეუღლესთან და შვილებთან ერთადაც.

ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია ვალუა

1572 წლის 18 აგვისტოს კლაუდია დაესწრო თავისი უმცროსი დის, მარგარიტა ვალუას ქორწინებას ნავარის მეფე ანრი III ბურბონზე. პარიზისაკენ მიმავალ გზაზე კლაუდია ავად გახდა, რის გამოც ქალაქ შალონში შეჩერდა. ამის გამო ეკატერინე მედიჩი კლაუდიას მოსანახულებლად და მოსავლელად შალონში გაემგზავრა. სწორედ ამ დროს ეკატერინე წესით ესპანურ ნიდერლანდებში უნდა გამგზავრებულიყო თუმცა კლაუდიას გამო გადაიფიქრა, რითაც აცდა ადმირალ კოლინის მიერ მოწყობილ თავდასხმას, რომელიც ნიდერლანდების საზღვარზე ელოდა და ეკატერინეს მოკვლა ედო მიზნად. კოლინმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მას ესპანეთთან ომის გამოცხადება სურდა, ეკატერინე კი თავის ვაჟს, საფრანგეთის მეფე შარლ IX-ს არწმუნებდა ესპანეთთან მშვიდობა შეენარჩუნებინდა.[8]

ქორწილის შემდეგ წესით უნდა ჩამცხრალიყო საფრანგეთში არსებული რელიგიური კონფლიქტები, თუმცა კათოლიკეები ეკატერინე მედიჩის მეთაურობით პირიქით, დიდი ხოცვისთვის ემზადებოდნენ. ეს ამბავი კლაუდიას ჰერცოგმა დე გიზმა უთხრა და გააფრთხილა იმ ღამით თავის პალატში დარჩენილიყო.[9] ხოცვა 24 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი და წესით ყველა ჰუგენოტი, მათ შორის ანრი III-ც უნდა მოეკლათ, შესაძლოა მარგარიტა ვალუაც მიეყოლებინათ რადგან მისი ცოლი იყო. კლაუდია ეკატერინემას სასტიკად გააფრთხილა მარგარიტასთვის არაფერი ეთქვა. [10]აღშფოთებულმა კლაუდიამ დედას ჰკითხა როგორ ბედავდა საკუთარი ქალიშვილის თავისი მიზნებისთვის შეწირვას, მან კი უპასუხა, რომ მარგარიტას არაფერი ემუქრებოდა. [11]მიუხედავად ამისა, კლაუდიამ მარგარიტა მაინც გააფრთხილა, მან კი თავისი ქმარი გააფრთხილა. [12]

ხოცვა-ჟლეტა შუაღამისას დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ამ ღამით ათი ათასობით ჰუგენოტი მოკლეს, მათ შორის გასპარ დე კოლინიც. ანრი ბურბონმა და პრინცმა კონდემ კი თავს კათოლიკობის მიღებით უშველეს. ამის შემდეგ, კლაუდია სასწრაფოდ გაემგზავრა საფრანგეთიდან.

1573 წელს კლაუდია პარიზში კვლავ დაბრუნდა, რათა დასწრებოდა თავისი უმცროსი ძმის, ანრი ვალუას კორონაციას პოლონეთისა და ლიტვის მეფედ.

საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისას, მისმა ძმამ მეფე შარლ IX-მ კლაუდიას გადასცა გაიენის გამოსასყიდი, რომელიც მიიღო მისი საფრანგეთში არსებული ქონების კონფისკაციით. [13]

ბრანტომი კლაუდიაზე წერდა:

ვიკიციტატა
„თავისი გარეგნობით ის ძალიან ჰგავს დედამისს, ხოლო თავისი კეთილშობილებითა და გონიერებით კი მამიდას. ლოთარინგიელმა ხალხმა ის შეიყვარა ისე, როგორც არასდროს არცერთი თავიანთი ქალბატონი არ ჰყვარებიათ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყველა ლოთარინგიელი მთელი გულით გლოვობდა მას. ის გარდაიცვალა ახალგაზრდა. მისი ქვრივი კი ვერასდროს ვერ იპოვნის ისეთს, რომელიც მას ოდესმე ჩაანაცვლებს...“

მოკლედ, ის იყო ჭეშმარიტად საფრანგეთის ქალიშვილი, რომელიც იყო უმშვენიერესი, იყო გონიერი და ჰქონდა საოცარი უნარები ნებისმიერ სფეროში. ლოთარინგიის ჰერცოგინია ყველას აოცებდა თავისი დიპლომატიურობით, პრინციპულობითა და გონიერებით."[14]

კლაუდია ვალუა დარდაიცვალა 1575 წლის 21 თებერვალს, 27 წლის ასაკში. ბრანტომის ცნობებით ის გარდაიცვალა მშობიარობისას, ბავშვით საწოლში. იგი ბოლო მშობიარობისას ძალიან ღელავდა, ამიტომაც სპეციალურად მისთვის პარიზიდან გამოცდილი ბებიაქალი ჩამოიყვანეს, თუმცა იგი მაინც ვერ გადაარჩინეს. [15]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდიამ შარლს 9 შვილი გაუჩინა:

კლაუდია და მისი მეუღლე, ლოთარინგიის ჰერცოგი შარლ III

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჟან ვალუა
 
 
 
 
 
 
 
შარლ ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარიტა დე როანი
 
 
 
 
 
 
 
ფრანსუა I ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფილიპ II სავოიელი
 
 
 
 
 
 
 
ლუიზა სავოიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ დე ბურბონი
 
 
 
 
 
 
 
ანრი II ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შარლ ვალუა
 
 
 
 
 
 
 
ლუი XII ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარია კლეველი
 
 
 
 
 
 
 
კლაუდია ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფრანსუა II მონტფორტი
 
 
 
 
 
 
 
ანა ბრეტონელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ფოქსი
 
 
 
 
 
 
 
კლაუდია ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლორენცო მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
პიერო მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლარისა ორსინი
 
 
 
 
 
 
 
ლორენცო II მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რობერტო ორსინი
 
 
 
 
 
 
 
ალფონსინა ორსინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კატერინა სანსევერინო
 
 
 
 
 
 
 
ეკატერინე მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბერტრარდ VI ოვერნელი
 
 
 
 
 
 
 
ჟან III ოვერნელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლუიზა დე ლა ტრემუალი
 
 
 
 
 
 
 
მადლენა ოვერნელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჟან III ბურბონი
 
 
 
 
 
 
 
ჟანა დე ბურბონი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ისაბელ ბავარიელი
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შტეფან ცვაიგი. მარიამ სტიუარტი , გვ. 32.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  2. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  3. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  4. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  5. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  6. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  7. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  8. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  9. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  10. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  11. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  12. Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005
  13. Brantôme, Pierre de Bourdeille,
  14. Brantôme, Pierre de Bourdeille,
  15. Brantôme, Pierre de Bourdeille,


წინამორბედი:
კრისტინა დანიელი
ლოთარინგიის ჰერცოგინია
19 იანვარი 1559 - 21 თებერვალი 1575
შემდეგი:
მარგერიტა გონძაგა