შარლ V ბრძენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ V ბრძენი

შარლ V ბრძენი (ფრანგ. Charles V le Sage; დ. 21 იანვარი, 1338, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1380, ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1364-1380 წლებში. ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. 1356-1360 და 1364 წლის დამლევს - საფრანგეთის რეგენტი (მამის — ჟან II კეთილის ინგლისელებთან ტყვედ ყოფნის პერიოდში). ეძებდა სახსრებს ომის გასაჩაღებლად და მამის ტყვეობიდან დასახსნელად, გააუფასურა მონეტა. პარიზის აჯანყების (1357-1358 წწ.) დაწყების შემდეგ გაიქცა პარიზიდან და დედაქალაქს შიმშილის ბლოკადა მოუწყო. ჟაკერიის ჩახშობისა და პარიზის დიდკაცობის ღალატის წყალობით 1358 წლის ზაფხულში აიღო პარიზი. 1369 წელს განაახლა საომარი მოქმედება ინგლისელთა წინააღმდეგ და 70-იანი წლების ბოლოსათვის თითქმის მთლიანად განდევნა ისინი საფრანგეთიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება]