ლუი VI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი VI

ლუი VI სქელი (ფრანგ. Louis VI le Gros; დ. 1 დეკემბერი, 1081 – გ. 1 აგვისტო, 1137) — საფრანგეთის მეფე 1108-1137 წლებში. კაპეტინგების დინასტიიდან. ფილიპ I-ის (1052-1108) და ბერტა ჰოლანდიელის (1055-1094) შვილი. 1100 წლიდან მამის თანამმართველლია. საფრანგეთის პოლიტიკური გაერთიანების ფუძემდებელი. ანგრევდა ურჩი ფედალების ციხეებს, ან მათში თავის გარნიზონებს აყენებდა. პრივილეგიებს ანიჭებდა ქალაქებს და ეხმარებოდა მათ სენიორთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მთავარი მრჩეველი იყო სენ-დენის აბატი სიუჟერი, რომელსაც ეკუთვნის ლათინურად დაწერილი „ლუი VI-ის ცხოვრება“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუი_VI&oldid=2423606“-დან