მარინიანოს ბრძოლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფრანსუა I ბრძოლოს დროს.
მარინიანოს ბრძოლა — იტალიური ომების (1494-1559 წწ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის არმიასა და მილანის ჰერცოგ მაქსიმილიან სფორცას შვეიცარიელ დაქირავებულ ჯარს შორის. ბრძოლა გაიმართა 1515 წლის 13-14 სექტემბერს ქ. მარინიანოს (თანამედროვე მელინიანო, ჩრდილოეთი იტალია, მილანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კმ.) რაიონში. ორდღიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, აქამდე დაუმარცხებლად ცნობილი შვეიცარიელთა ქვეითი ჯარი განადგურებულ იქნა, ფრანგები ლობარდიაში დროებით დამკვიდრდნენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 443, თბ., 1983 წელი.