სალიკური სამართალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სალიკური სამართლი (ლათ. lex Salica) – ეს სახელი წარმოდგება სალიელი ფრანკებისაგან. ფრანკები ორ დიდ ტომობრივ გაერთიანებად იყოფოდნენ სალიელ (სალი -კელტურად ზღვას ნიშნავს) და რიპუარელ ფრანკებად (რიპა-მდინარეს ნიშნავს, იგულისხმება რაინი). სამართლის კოდექსი. დოკუმენტის ენაა ვულგარული ლათინური. სალიკური სამართლის კრებული შედგენილია V საუკუნის დასასრულსა და VI საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ, ხლოდვიგ I-ის მიერ. თავისი მნიშვნელობა დაკარგა X საუკუნეში.
დოკუმენტი შედგება ორი პროლოგის, ორი ეპილოგისა და ძირითადი ტექსტისაგან. იგი დაყოფილია ტიტულებად ანუ თავებად რომელშიც ჩამოთვლილია დანაშაულები და მათი შესაბამისი სასჯელები. დღეისათვის "სალიკური სამართლის" სამოცამდე ხელნაწერია შემორჩენილი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სალიკური სამართლის ტექსტი (რუსული)