მაქსიმილიან I (სრი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქსიმილიან I, ალბრეხტ დიურერის მიერ შესრულებული პორტრეტი, 1519 წელი

მაქსიმილიან I (დ. 22 მარტი, 1459 — გ. 12 იანვარი, 1519) — იმპარატორ ფრიდრიხ III-ის შვილი, 1486 წლიდან რომაელთა (კათოლიკეთა; გერმანიის) მეფე, 1493 წლიდან კი — საღვთო რომის იმპერატორი. თუმცა ის არასოდეს უკურთხებია პაპს, რადგანაც იმ პერიოდში რომისკენ გამგზავრება ძალიან სახიფათო იყო. 1483 წლიდან, მამის სიცოცხლის ბოლო ათი წლის განმავლობაში ის მასთან ერთად მართავდა იმპერიას. მაქსიმილიანმა მოახერხა გავლენის გავრცელება ჰაბსბურგთა საგვარეულოზე ომით და ქორწინებით 1477 წელს, როდესაც იქორწინა მერი ბურგუნდიელზე, ბურგუნდიის საჰერცოგოს მემკვიდრეზე. თუმცა დაკარგა ავსტრიის ტერიტორია დღევანდელ შვეიცარიასთან.

მისი შვილის, ფილიპ ლამაზის (ფილიპ I კასტილიელი) მომავალ დედოფალ, იოანა კასტილიელზე ქორწინების შემდეგ, მაქსიმილიანმა მოახერხა ესპანეთში ჰაბსბურგთა დინასტიის სათავეში ჩაყენება. ამან კი საშუალება მისცა მის შვილიშვილს, კარლ V-ს დაპატრონებოდა როგორც კასტილიის, ასევე არაგონიის ტახტს და გახდა ესპანეთის პირველი კანონიერი მეფე. ფილიპის გარდაცვალების შემდეგ კი კარლი გახდა საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრეც, ხოლო 1519 წელს, უკვე მაქსიმილიანის გარდაცვალების შემდეგ, ერთდროულად როგორც ესპანეთის, ასევე საღვთო რომის იმპერიის მმართველად იქცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]