რადამელ ფალკაო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რადამელ ფალკაო
Falcao Presentación Atletico (cropped).JPG
პირადი მონაცემები
სრული სახელი რადამელ ფალკაო გარსია
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1986 (1986-02-10) (27 წლის)
დაბადების ადგილი სანტა მარტა, კოლუმბია
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო პოზიცია თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი ატლეტიკო მადრიდი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1996—1999 მილიონარიოსი
1999—2001 ლანსეროს ბოიაკა
2001-2005 რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა1
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005—2009 რივერ პლეიტი 88 (34)
2009—2011 პორტუ 50 (34)
2011 ატლეტიკო მადრიდი 46 (35)
ეროვნული ნაკრები
2005 კოლ. U20 10 (3)
2007- კოლუმბია 41 (15)
1 პროფესიულ კლუბებში
გამოჩენა და გოლები
მხოლოდ ადგილობრივი
ჩემპიონატის მონაცემებით.
  • † მატჩებში მონაწილეობა (გოლები).

რადამელ ფალკაო გარსია (ესპ. Radamel Falcao García Zárate; დ. 10 თებერვალი, 1986, სანტა მარტა, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს ესპანეთის ლა ლიგა-ს კლუბ ატლეტიკო მადრიდში.

სექციების სია

საკლუბო კარიერა [რედაქტირება]

ფალკაომ კარიერა მილიონარიოსის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 13 წლის ასაკში კი პრიმერა ბ-ს კლუბ ლანსეროს ბოიაკაში გადავიდა. დებიუტი 1999 წლის 28 აგვისტოს ჰქონდა და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიც კოლუმბიის ჩემპიონატში გამოდიოდა. 2000 წელს 25 აპრილს კი მან თავისი პირველი პროფესიონალური გოლი კონდორას კარში გაიტანა.

მომდევნო სეზონში მითი არგენტინული ველესი ინტერესდებოდა, თუმცა მან არჩია უფრო დიდ გუნდში რივერ პლეიტში გადასვლა. მისი დებიუტი კი კლუბთან 2005 წელს შედგა. ფალკაოს პირველი ძირითადი წარმატებით წარიმართა, მან 2 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში იმ სეზონში აპერტურა-ში 11 თამაშში 7 გოლის გატანა შეძლო.

2006 წელი არც ისე კარგი აღმოჩნდა ფალკაოსთვის, მან ტრავმა მიიღო და დიდი ნაწილი სეზონის გაუცდა. მხოლოდ 2007 წლისკენ დაბრუნდა და ისევ დაიმკვიდრა ადგილი რივერის ძირითადში. 2007 წელს 28 სექტემბერს მან ბოტაფოგოს კარში ჰეტრიკი შეასრულა და კლუბი 1/4-ფინალში გაიყვანა სახმრეთ ამერიკის თასი-ს გათამაშებაზე. 7 ოქტომბერს კი დერბიში მან ბოკა ხუნიორსის კარში გაიტანა გოლი და თავის კლუბს მოაგებინა. იმავე წელს იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სახმრეთ ამერიკის თასი-ს გათამაშებაში. ერთი სიტყვით მისი არგენტინული კარიერა ძალიან კარგად მიდიოდა და შეუმჩნეველი არც ევროპული გუნდებისგან დარჩა, თუმცა რივერმა დეპორტივოს 12.5 მილიონ დოლარიანი ბიდი არ მიიღო, თუმცა 2009 წელს ფალკაო მაინც წავიდა ევროპაში, კერძოდ კი პორტუგალიის პორტუში, სადაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პორტოში იგი ლისანდრო ლოპესის შემცვლელად მიიყვანეს, რომელიც ფრანგულ ლიონში გადავიდა. დებიუტი კარგად წარიმართა, მან პასუშ ფერეირას კარში გოლის გატანა შეძლო და თავის კლუბს ქულა მოუტანა. 30 სექტემბერს ფალკაოს ჩემპიონა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი ატლეტიკოს წინააღმდეგ და მან ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა. 2012 წელს 17 თებერვალს კი მან გოლი ლონდონის არსენალს გაუტანა და გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა.

2011 წელს ფალკაომ ევროპა ლიგაზე მოსკოვის სპარტაკს ჰეტრიკი შეუსრულა და ესე დაიწყო მისი ბრწყინვალე სეზონი იმ წელს. იგი არა მარტო გუნდის არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ფორვარდათ ყალიბდებოდა. იმ წელს მან პორტუსთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატი და ევროპა ლიგა მოიგო, ამას იგი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 2-ვე ტურნირზე. ერთი სიტყვით საუცხოო სეზონი ჰქონდა ფალკაოს.

2011 წლის ზაფხულს ატლეტიკომ 40 მილიონი ევრო შესთავაზა პორტუს და ამათმაც მიიღეს ეს ბიდი. სეზონი დაიწყო თუ არა ფალკაომ ხან ერთ გუნდს შეუსრულა ჰეტრიკი, ხან მე-2 გუნდს, საბოლოოდ კი იმ სეზონში თითქმის გუნდი არ დატოვა რომელსაც გოლი არ გაუტანა. იმ სეზონში მან ისევ ევროპა ლიგა მოიგო და ისევ საუკეთესო ბომბარდირი გახდა მაგ ტურნირის, ხოლო ჩემპიონატში კი მხოლოდ კრისტიანო რონალდოს და ლიონელ მესის ჩამორჩა.

2012/13 სეზონის დაწყებამდე უეფას სუპერ თასი-ს გათამაშებაზე ატლეტიკო ლონდონის ჩელსის შეხვდა და მისი ჰეტრიკის წყალობით გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, ფალკაო კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეტრიკი შეასრულა ფინალში. სეზონი კი როგორც უკვე მიეჩვია ხალხი ფალკაოს სტიქიაში დაიწყო, იგი ისევ აგრძელებს ბრწყინვალე გოლების გატანას და მისი გუნდისთვის წარმატების მოტანას.

სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

2005 წელს ახალგაზრდულ ნაკრებში ფალკაომ სამხრეთ ამერიკის თასი მოიგო. მან მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო იმ ტურნირზე.

2007 წელს კი მას დებიუტი უკვე დიდ ნაკრებში ჰქონდა ამხანაგურ მატჩში ურუგვაისთან. სადებიუტო გოლი კი მან ჩერნოგორიის კარში გაიტანა. პირველი ოფიციალური გოლი კი მან პერუს ნაკრების კარში გაიტანა.

2011 წელ ნაკრებთან ერთად ამერიკის თასი-ს გათამაშებაზე იყო, სადაც ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნაკრებში დიდი იმედები მყარდება ფალკაოზე, კოლუმბიელებს დიდი იმედი აქვთ რო ბრაზილიაში 2014 წელს ისინი აუცილებლად გაემგზავრებიან და კარგადაც გამოვლენ.

მიღწევები [რედაქტირება]

საკლუბო

რივერი

პორტუ

ატლეტიკო

სანაკრებო

პირადი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]