ლაშა ხუციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი 2022 წელს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 აპრილი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიივანე მაჭავარიანი

დაბადებული2 სექტემბერი, 1985 (1985-09-02) (38 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო

ლაშა ხუციშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2021 წლის 1 აპრილიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1985 წლის 2 სექტემბერს. 2002-2006 წლებში დისტანციური სწავლების კურსზე სწავლობდა პრესტონის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამა-მენეჯმენტს. ამავე წლებში სწავლობდა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას. 2007-2008 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს აპარატში. 2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია „Ernst & Young“-ის თბილისის ოფისის საგადასახადო და იურიდიულ განყოფილებაში. 2013-2014 წლებში სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2014-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]