ზურაბ აზარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ აზარაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა30 დეკემბერი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიეკატერინე ტიკარაძე

დაბადებული6 იანვარი, 1979
ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ
შვილები5
განათლებაბიზნესის სკოლა (ESM)

ზურაბ აზარაშვილი (დ. 6 იანვარი, 1979, ბორჯომი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1979 წლის 6 იანვარს ბორჯომში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995–1999 წლებში სწავლობა ESM ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება, ხოლო 2007-2009 წლებში - ESM ბიზნეს სკოლის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება.[3]

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის იანვრიდან 2000 წლის ივნისამდე მუშაობდა თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტის თანამდებობაზე, ხოლო იმავე წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო თიბისი ბანკი ბუღალტერი და 2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის ნოემბრამდე - თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი.[4] 2002-2003 წლებში მუშაობდა ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტად, 2003-2005 წლებში - ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტად და 2005-2008 წლებში იყო ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი. 2008 წლიდან 2012 წლამდე ეკავა კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსის თნამდებობა, 2013-2014 წლებში - კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი. 2014 წლიდან 2020 წლებში იყო ტერაბანკი კომერციული დირექტორი. 2020-2021 წლებში იყო თბილავიამშენის გენერალური დირექტორი. 2020 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალურ დირექტორად.[5][6]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 27 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2021 წლის 27 დეკემბერს, პრემიერ-მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.[7][8]

„დედების პროტესტი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზარაშვილის სახელს უკავშირდება 2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.[9]

აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[9]

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.[9]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  2. ზურაბ აზარაშვილი - Gov.ge
  3. ზურაბ აზარაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  4. საქართელოს თავდაცვის სამინისტრო - ზურაბ აზარაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  5. “დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს - netgazeti.ge
  6. „დელტას“ ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს - 1tv.ge
  7. ზურაბ აზარაშვილი - Gov.ge
  8. პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  9. 9.0 9.1 9.2 წამალი “ვოსორიტიდი” ბავშვებისთვის, ანანო ღუდუშაური
წინამორბედი:
ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
30 დეკემბერი, 2021 - დღემდე
შემდეგი: