ორობითი რიცხვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია გრამატიკულ რიცხვს ეხება. სხვა მნიშვნელობის შესახებ იხილეთ ორობითი სისტემა.

ორობითი (ანუ დუალი => Dualis ლათ. duo „ორი“) არის რიცხვის გრამატიკული ქვეკატეგორია. მხოლობითი და მრავლობითი რიცხვისაგან განსხვავებით ორობითი რიცხვის, ანუ დუალის მეშვეობით იმ არსებითი სახელებს აღნიშნავენ, რომელთა რაოდენობა მხოლოდ ორი არის. ორობით რიცხვს აქვს შესაბამისი ზმნური და სახელადი ფორმები.

დუალი ვერსუს პარალი[რედაქტირება]

ორობითი რიცხვი ხშირად გამოიყენება წყვილობითი რიცხვის (იგივე პარალის) მნიშვნელობით, მათ შორის ფილოლოგების მიერადაც, რაც არ არის სწორი. ორობითი თავისი შინაარსიდან გამომდინარე კი აღნიშნავს საგანთა "ორობას", მაგრამ ეს წყვილობა, პარალისაგან განსხვავებით, ორობითი რიცხვში ფრიად სიტუატიურია და ხშირად შემთხვევითიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]