რიჩტერსველდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩტერსველდის კულტურული და ბოტანიკური ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Tylecodon paniculatus-PICT2534.jpg
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია 1265
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1265
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მდებარეობა

რიჩტერსველდი — მთიანი უდაბნოს ტიპის კულტურული და ბოტანიკური ლანდშაფტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კაპის პროვინციაში. ლანდშაფტი სავსეა ვაკე-დაბლობებითა და ვულკანური ციცაბო კლდეებით. ჩრდილოეთ ნაწილი, მდინარე ორანჟის გასწვრივ, ზღვის დონიდან 60 მეტრზე მდებარეობს, ხოლო სამხრეთი ნაწილი 1377 მეტრზე.

სამხრეთ-აფრიკის ნამაკალენდის რეგიონში მდებარე ეს არეალი მშრალ, უწყლო ლანდშაფტს, სადაც წყალი დიდი იშვიათობაა და აქ წარმოდგენილია სიცოცხლის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მაღალი შემგუებლობით გამოირჩევიან. რიჩტერსველდი წარმოადგენს დედამიწაზე ერთადერთ ასეთ მშრალ, ცხელ და ამავე დროს ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილს, რომლის ფლორა და ფაუნაც მართლაც განსაცვიფრებელია.

ზაფხულის ტემპერატურა აქ +50°C-ია, წვიმა უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენს.

რიჩტერსველდის ჩრდილოეთი ნაწილი, აქ მცხოვრები ნამას ხალხთან 18 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 1991 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

2007 წელს, ეროვნული პარკის სამხრეთი ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, როგორც „რიჩტერსველდის კულტურული და ბოტანიკური ლანდშაფტი".


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1265
რუს.ინგლ.ფრ.