დელიბლატოს უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნისლიანი დილა დელიბლატოში
Paysage de la Deliblatska peščara.jpg

დელიბლატო (სერბ. Deliblatska Peščara) — ქვიშიანი ტერიტორია სერბეთში, ვოევოდინის ავტონომიაში. მდებარეობს ისტორიულ ბანატის რეგიონში. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ დელიბლატოსგან.

დელიბლატო ევროპის უდიდესი ქვიშიანი ტერიტორიაა, რომელიც ერთ დროს დიდ, პრეისტორიულ უდაბნოს ნაწილს წარმოადგენდა. წარმოაქმნა უძველესი პანონიის ზღვის უკან დახევის შედეგად. შემოგარენში არსებული ტყეების გამო, ტერიტორია გაფორმდა სპეციალურ ბუნებრივ ნაკრძალად, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს ექსკლუზიურ სანადირო ტერიტორიას, სადაც მონადირეები დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

კოორდინატები: 44°51′01″ ჩ. გ. 21°05′33″ ა. გ. / 44.8503639° ჩ. გ. 21.0926167° ა. გ. / 44.8503639; 21.0926167