ნამიბის უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამიბის უდაბნო
Namib Desert surface.jpg
მდებარეობა აფრიკა
ტიპი ქვიშიანი
ქვეყნები ნამიბიის დროშა ნამიბია
ფართობი 80,900 კმ²
კოორდინატები 24°45′07″ ს. გ. 15°16′35″ ა. გ. / 24.75194° ს. გ. 15.27639° ა. გ. / -24.75194; 15.27639

ნამიბის უდაბნოუდაბნო აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს.სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია.[1] მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ.

ნამიბის უდაბნო სამხრეთ აფრიკის პლატფორმის ერთ-ერთ ფიზიოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს და გადაჭიმულია 80,900 კმ²-ზე.

უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ზოგი ენდემურია და აქ არსებული სპეციფიური კლიმატისადმი მაღალი შემგუებლობით ხასიათდება.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Namib desert (AT1315) World Wide Fund for Nature
უდაბნოს პანორამა