ტირარის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტირარის უდაბნო, 2006 წლის ნასას სატელიტური სურათი.

ტირარის უდაბნო (ინგლ. Tirari Desert) — უდაბნო სამხრეთ ავსტრალიაში. მდებარეობს სამხრეთი ავსტრალიის შტატში.

ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მას მეცხრე ადგილი უკავია (15 250 კმ²), რაც მთელი კონტინენტის 0.2%-ია. ტირარის უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის სამი უდაბნო ესენია სტრელეცკის, სიმფსონისა და სტიორტის ქვიანი უდაბნოები. მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პლატოა. აქ მიედინება მდინარე კუპერ-კრიკი. უდაბნოს ტერიტორია მოქცეულია ეირის ტბის აუზში, სწორედ აქ მდებარეობს ეირის ტბის ეროვნული პარკი.

უდაბნოში ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 125 მმ-ს არ აღემატება. ტირარის უდაბნოს კოორდინატებია 28°22′ ს. გ. 138°07′ ა. გ. / 28.367° ს. გ. 138.117° ა. გ. / -28.367; 138.117

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]