თჰალის უდაბნო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თჰალის უდაბნო — უდაბნო პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში. მდებაროებს მდინარეებს - ჯელამსა და ინდს შორის, პოტჰოჰარის პლატოს სიახლოვეს. მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 190 მილია, მაქსიმალური სიგანე 70 მილია, მინიმალური 20 მილი. გეოგრაფიული თვალსაზრისით, უდაბნო ჰგავს ჩოლისტანისა და თარის უდაბნოებს. ამ ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენს სერაიკის ხალხი.