ვრედეფორტის კრატერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვრედეფორტის გუმბათი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Vredefort Dome STS51I-33-56AA.jpg
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 27°00′00″ ს. გ. 27°30′00″ ა. გ. / 27.00000° ს. გ. 27.50000° ა. გ. / -27.00000; 27.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1162
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1162
რუს.ინგლ.ფრ.

ვრედეფორტის კრატერი — დაჯახების შედეგად წარმოქმნილი უდიდესი კრატერი დედამიწაზე.[1] მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, თავისუფალი შტატის პროვინციაში. სახელი მიიღო ქალაქ ვრედეფორტისგან, რომელიც მისი ცენტრის სიახლობეს მდებარეობს. 2005 წელს, გეოლოგიური ღირებულების საფუძველზე, იუნესკომ ვრედეფორტის გუმბათი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ასტეროიდი, რომელიც ვრედეფორტს დაეცა, შეფასებულია როგორც ერთ-ერთი უდიდესი, რომელიც კი ოდესმე დედამიწას დასცემია. მისი დიამეტრი 5–10 კმ ყოფილა.[2]

კრატერის დიამეტრი 250–300 კმ-ია, რაც უფრო დიდია, ვიდრე სუდბარის აუზი (200 კმ). შედეგად, ვრედეფორტი დედამიწაზე შეჯახების შედეგად წარმოქმნილი უდიდესი სტრუქტურაა. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ანტარქტიდაზე არსებული უილკესის მიწის კრატერიც დაჯახების შედეგადაა წარმოქმნილი, ვრედეფორტი მას დაუთმობს პირველობას, რადგან მისი დიამეტრი 500 კმ-ია. ვრედეფორტის კრატერის ასაკი 2,023 ± 4 მლნ წელია. მისი წარმომქმნელი ასტეროიდი დედამიწას პალეოპროტეროზოურ ერაში დაეჯახა. ვრედეფორტი დედამიწის მეორე უძველესი კრატერია რუსეთში მდებარე სუავიარვის კრატერის შემდეგ, რომელიც 300 მლნ. წლით უფრო ძველია.

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ კრატერის ცენტრში მდებარე გუმბათი ჩამოყალიბებული იყო ვულკანური აქტივობების შედეგად, მაგრამ 1990-იან წლებში, მდინარე ვაალის სიხალოვეს დამსხვრეული კონუსების აღმოჩენის შედეგად გამოირკვა, რომ ეს იყო დედამიწასთან უზარმაზარი შეჯახების შედეგად წარმოქმნილი არეალი.

ვრედეფორტის კრატერი ერთ-ერთია დედამიწაზე არსებული დაჯახების შედეგად წარმოქმნილი სულ რამდენიმე კრატერიდან, მაშინ, როდესაც ისინი მრავლადაა მზის სისტემაში. მათ შორის საუკეთესოდაა ცნობილი იუპიტერის თანამგზავრზე, კალისტოზე არსებული ვალჰალას კრატერი. ამ მხრივ გამორჩეულია მთვარეც, რომელზეც რამდენიმე ასეთი კრატერი მდებარეობს. დედამიწაზე არსებული ასეთი კრატერები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ისეთი გეოლოგიური პროცესების შედეგად, როგორებიცაა ეროზია და ფილების ტექტონიკური მოძრაობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Deep Impact - The Vredefort Dome. Hartebeesthoek Radio Astronomy Observatory (2006-08-01). წაკითხვის თარიღი: 2007-09-19.
  2. The Vredefort Dome: Centre of the World's Largest Meteorite Impact Structure!. წაკითხვის თარიღი: September 2010.