ნუბიის უდაბნო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუბიის უდაბნო (სამხრეთით)

ნუბიის უდაბნო (არაბ.صحراء النوبة‎) მდებარეობს აფრიკაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სუდანში, მდინარე ნილოსსა და წითელ ზღვას შორის. წარმოადგენს საჰარის უდაბნოს აღმოსავლეთ რეგიონს. გადაჭიმულია 400,000 კმ²-ზე. რეგიონი მშრალია; აქ, ფაქტობრივად, წვიმა არასოდეს მოდის, არ არსებობს ოაზისები. ამ ტერიტორიის ტრადიციული მაცხოვრებლები არიან ნუბიელები.

ნუბიის უდაბნოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ეგვიპტეში, აღმოჩენილია დღემდე ცნობილი უძველესი არქეოასტრონომიული მეგალითი.

უდაბნოს სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი აბიდია (სუდანის ტერიტორია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]