ნულარბორის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უდაბნო აღნიშნულია წითელი ფერით

ნულარბორის ვაკე (ინგლ. Nullarbor Plain) — უდაბნო სამხრეთ ავსტრალიაში. მდებარეობს სამხრეთი ავსტრალიის და დასავლეთი ავსტრალიის შტატებში. უდაბნო 723 კილომეტრითაა დაცილებული სამხრეთი ავსტრალიის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას.

ამ უდაბნოს ფართობი შეადგენს 200 000 კმ² (77 200 კვ მილი). აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 179.7 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით უდაბნოში საშუალო ტემპერატურა შეადგენს 48.5 °C.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]