გუახირის უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუახირა.
გუახირის უდაბნო
Cabodelavela2.png
მდებარეობა სამხრეთ ამერიკა
ტიპი ქვიშიანი
ქვეყნები კოლუმბიის დროშა კოლუმბია, ვენესუელის დროშა ვენესუელა
ფართობი 25,000 ჰა

გუახირის უდაბნოუდაბნო სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს დედაქალაქ ბოგოტიდან 610 კმ-ით ჩრდილოეთით, გუახირის დეპარტამენტში, გუახირის ნახევარკუნძულზე და ნაწილობრივ ვრცელდება ვენესუელის ტერიტორიაზეც.

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქვანახშირის უდიდესი მარაგები, განსაკუთრებით ელ-სერეხონის ზონაში. აქცვე ბინადრობენ ადგილობრივები — ვაიუს ხალხი. გავრცელებულია უდაბნოს ფლორა და ფაუნა.

1977 წლიდან, უდაბნოს ტერიტორიაზე შექმნილია მაკუირის ეროვნული პარკი, რომელიც ასევე მოიცავს აქ მდებარე ტროპიკულ ოაზისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]