ჩოლისტანის უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩოლისტანის უდაბნო
უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარე დერაუარის ციხესიმაგრე

ჩოლისტანის უდაბნოუდაბნო აზიაში, პაკისტანის ტერიტორიაზე. მოიცავს 26 300 კმ²-ს. უერთდება თარის უდაბნოს.

სახელწოდება მომდინარეობს თურქული სუტყვიდან „ჩოლი", რაც უდაბნოს ნიშნავს. უდაბნოს ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობა ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, რომლებიც ძირითადად წყლისა და პირუტყვის საკვების ძიებაში იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. უდაბნოს ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ჩაგარ-ჰარკას დამშრალი კალაპოტი, რომლის გასწვრივაც, ინდის ხეობის მრავალი ცივილიზაციის ნასახლარია აღმოჩენილი.

უდაბნო ყოველწლიურად მასპინძლობს ავტორბოლას, რომელიც ცნობილია როგორც „ჩოლისტანის უდაბნოს რალი". იგი პაკისტანის მოტო-სპორტის უდიდეს ღონისძიებას წაემოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]