კაცობრიობის აკვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰომინიდთა ნამარხების არეალები — სტერკფონტეინი, სვარტკრანსი, კრომდრააი და მათი შემოგარენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°27′38″ ს. გ. 57°18′49″ ა. გ. / 20.46056° ს. გ. 57.31361° ა. გ. / -20.46056; 57.31361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 915
გაფართოება 2005 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 915
ინგლ.რუს.ფრ.

კაცობრიობის აკვანიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, გაუტენგის პროვინციაში, იოჰანესბურგიდან 50 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ტერიტორია იკავებს 47 000 ჰექტარს[1] და მოიცავს კირქვულ მღვიმეთა კომპლექსს, რომელთა შორისაცაა სტერკფონტეინის მღვიმეები, სადაც 1947 წელს, დოქტორ რობერტ ბრუმისა და ჯონ რობინზონის მიერ აღმოჩენილ იქნა 2,3 მლნ წლის ადამიანის წინაპრის — ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის (Australopithecus africanus) ნამარხები (ზედმეტსახელად მისტერ პლესი). აღმოჩენამ დაადასტურა 1924 წელს, რაიმონდ დარტის მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში აღმოჩენილი ახალგაზრდა ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის თავის ქალის ნამდვილობა. ტერიტორიებზე გათხრები დღემდე გრძელდება.

სახელწოდება კაცობრიობის აკვანი ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ყველაზე ბევრი და ამავე დროს ყველაზე ძველი ჰომინიდების ნამარხები, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ზოგიერთი მათგანის ასაკი 3,5 მლნ წელია.[2] საკმარისია აღინიშნოს, რომ მხოლოდ სტერკფონტეინში აღმოჩენილია ადრეული ჰომინიდების დღემდე სადმე ნაპოვნი ნამარხების მესამედი.[3]

1935 წელს რობერტ ბრუმმა სტერკფონტეინში პირველი ადამიანი-მაიმუნის თავის ქალა იპოვა და ამ ტერიტორიაზე მუშაობა განაგრძო. 1938 წელს, ახალგაზრდა მოსწავლემ, გრეტ ტერბლანშმა ბრუმის აღმოჩენილი თავის ქალა შეიძინა, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირდა, როგორც პარანთროპ რობუსტუსი (Paranthropus robustus). 1938 წელსვე, კრომდაარსა და სტერკფონტეინს შორის, სპილენძის საბადოში ადამიანი-მაიმუნის ერთი კბილი აღმოაჩინეს. 1948 წელს, გლადისვალში მუშაობდა ამერიკული ექსპედიცია, მაგრამ წარუმატებლად — მათ ერთი ნამარხიც კი ვერ იპოვეს. 1954 წელს, არეალში მუშაობა დაიწყო ს. კ. ბრაინმა. მისი სამ ათწლეულიანი შრომა დასრულდა იმით, რომ სვარტკრანსის მღვიმე აკვნის ტერიტორიაზე ჰომინიდების ნამარხების რაოდენობით მეორე უდიდესი არეალი აღმოჩნდა. აქ ასევე აღმოჩენილ იქნა ცეცხლის გამოყენების პირველი შემთხვევა, რომელიც 1 მლნ წლით თარიღდება.

კაცობრიობის აკვანში ჰომინიდთა ნაშთები აღმოჩენილია დოლომიტურ მღვიმეებში, რომლებიც იმავე დროს გახვეული იყო კირქვისა და სხვა დანალექების ნარევში. არაა გამორიცხული, ჰომინიდები მთელი აფრიკის მასშტაბით ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი ნაშთები აღმოჩენილია მხოლოდ იმ არეალებში, სადაც პირობებმა ნამარხების ფორმირებასა და შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-23. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  2. Fleminger, David (2008). The Cradle of Humankind. 30° South Publishers, გვ. 7–10. ISBN 0958489130. 
  3. Smith, David (15 January 2010). „Visit to the Cradle of Humankind“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 2010-05-20.