ალვორდის უდაბნო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ალვორდის უდაბნო — უდაბნო აშშ-ში, ორეგონის შტატის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს სთინსის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1,200 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 218 კმ²-ს. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 180 მმ-ს. უდაბნოს წყნარი ოკეანისგან გამოყოფს ორი მთათა სისტემა - სანაპირო ზოლის მთები და კასკადის მთები.
უდაბნოს სახელი ეწოდა გენერალ ბენჟამენ ალვორდის პატივსაცემად, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს ორეგონის დეპარტამენტში მსახურობდა.[1]
უდაბნოს შემოგარენში გავრცელებულია გარეული ცხენები.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Alvord Desert - Bureau of Land Management
- An explorer's guide to southeast Oregon geology: Steens Mountain area
- Steens Mountain from oregonphotos.com
- The Wilderness Society: Wilderness in Oregon’s High Desert
/
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Corning, Howard M. Dictionary of Oregon History. Binfords & Mort Publishing, 1956.