ტენერე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აირის მთებისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | ix, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
| ნომერი | 573 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ტენერე — უდაბნო სამხრეთ-ცენტრალურ საჰარაში. მოიცავს ფართო, ქვიშიან სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიდან ჩადის დასავლეთ ნაწილამდე. ფართობი შეადგენს 400,000 კმ²-ს. დასავლეთით ესაზღვრება აირის მთები, ჩრდილოეთით აჰაგარის მთები, ჩრდილო-დასავლეთით ჯადოს პლატო, აღმოსავლეთით ტიბესტის მთები, სამხრეთით კი ჩადის ტბის აუზი.
უდაბნოს ჰავა ექსტრემელურად ცხელია, პრაქტიკულად არ გვხვდება არანაირი მცენარე. ზაფხულში ტემპერატურა 42 °C-ს აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობა 25 მმ-ს შეადგენს.
სახელწოდება მოდის ტუარეგის ენიდან და ნიშნავს „უდაბნოს".
1991 წელს, აირის მთებისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 573 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||

