სტშელეცკის უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტშელეცკის უდაბნო

სტშელეცკის უდაბნო (ინგლ. Strzelecki Desert) — უდაბნო ცენტრალური ავსტრალიის სამ შტატში ახალი სამხრეთი უელსიში, კუინზლენდისა და სამხრეთი ავსტრალიაში.

ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მას მეშვიდე ადგილი უკავია და შეადგენს 80 250 კმ², რაც მთელი კონტინენტის 1 %-ია. სტშელეცკის უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის ორი უდაბნო ესენია სიმპსონისა და ტირარის უდაბნო. სწორედ აქ მდებარეობს ავსტრალიის ყველაზე დიდი ტბა ეირი. სტშელეცკის უდაბნოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარე დაიმანტინა .

აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 125-150 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით უდაბნოში საშუალო ტემპერატურა შეადგენს 30 °С ხოლო ზამთრობით 15 °С.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]