პორტალი:იაპონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

Flag of Japan cropped.png
პორტალი:იაპონია
პორტალი:იაპონია
  რჩეული სტატიები   პროექტი   პროექტის განხილვა   მონაწილეები

Japan (orthographic projection).svg
იაპონია (იაპ. 日本 - ნიპონ, ნიჰონ; ოფიც. 日本国 - ნიპონ-კოკუ, ნიჰონ-კოკუ) — კუნძული-სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარ ოკეანეში, ჩინეთის, კორეისა და რუსეთის აღმოსავლეთით. 3.000-ზე მეტ კუნძულთა შორის, რომელზეც ეს ქვეყანა მდებარეობს, ძირითადია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ. 128 მილიონი მოსახლით იაპონია სიდიდით მეათეა მსოფლიოში. ეკონომიკური ზესახელმწიფო, იაპონია ნომინალური მშპ-ით მსოფლიოში სიდიდით მეორეა. ის ასევე მსოფლიო ლიდერია ტექნოლოგიასა და მანქანათმშენებლობაში. (იხ. სრულად)

რჩეული ციტატა

ვიკიციტატა
„გაუმართლებელია მოიაზრებოდეს ვინმე განსხვავებულად ჩვეულებრივი ადამიანებისგან, მაგრამ სწორია ვიმედოვნოთ, რომ ის ჩვეულებრივ ადამიანად არ დარჩება.“
(იოშიდა შოინი, მკვლევარი, სამხედრო და პოლიტიკური ფილოსოფოსი და მასწავლებელი)

რჩეული სტატია

ანიმეს ხატვის სტილი

ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით. (...სრულად)

რჩეული ბიოგრაფია

აკუტაგავა რიუნოსკე (იაპ. 芥川 龍之介; დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო - გ. 24 ივლისი, 1927, იქვე), იაპონელი მწერალი, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავას და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა. ყველაზე უკეთ ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში მისი სახელობის ლიტერატურული პრემია დაწესდა.

რიუნოსკემ აღიარება ღრმა ფსიქოლოგიზმისა და რაფინირებული სტილის მეოხებით მოიპოვა. ის სინამდვილისგან განდგომილი ხელოვანი იყო. ბევრი ნოველის სიუჟეტი მან შუა საუკუნის ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან აიღო, რათა გამიჯვნოდა, მისი აზრით, უხამს, უგვანო რეალობას და მთელი ყურადღება აბსტრაქტული ადამიანის რთული, ხშირად არაბუნებრივი სულიერი პროცესების წარმოსახვაზე გადაეტანა ("უსიერ ტყეში", 1922; "ამბავი სიკეთის გადახდისა", 1922).

აკუტაგავა რიუნოსკეს ნაწარმოებებს ლირიზმით შეზავებული სკეფსისისა და პესიმიზმის დაღი აზის, რასაც ბურჟუაზიულ ყოფასთან მისი ეთიკური მოთხოვნების შეუთავსებლობა განაპირობებდა. აქედან მომდინარეობს მწერლის საგანგებო ინტერესი რელიგიის მიმართ ("ნანკინელი ქრისტე", "ო-გინი", "კბილანები", 1927) და მისი დაბეჯითებული ესთეტიზმი; ხელოვნებისა და ცხოვრების დაპირისპირებისას იგი უპირატესობას ყოველთვის ხელოვნებას ანიჭებდა ("ცხოვრება იდიოტისა", 1927; "წამებანი ჯოჯოხეთისა", 1918). (...სრულად)

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

ახალი სტატიები

Right arrow.svg ცინცხალი სტატიები ჩასვით სიის თავში / მიუთითეთ {{ავტორი}} :

ჩემი მეზობელი ტოტორო Floydgeo / Nintendo გოტა / Sony გოტა / რიოუნკაკუ ალ-ო / იუკიო ჰატოიამა ალ-ო / კანო ძიგორო ალ-ო / გინძა ალ-ო / იოშიდა კენკო ალ-ო / ჰინომარუ ალ-ო / მიდტაუნ ტაუერი ალ-ო / იაპონური პალეოლითი ალ-ო / ...

ძირითადი თემები


ამ თვეს...

პორტალი:იაპონია/ნოემბერი

იცოდით, რომ...

ჰასეკურა რომში

თვის გამოსახულება

კიუდო

იაპონელი მშვილდოსანი ვარჯიშობს კიუდოს სამხედრო ხელოვნებას.


დობილი პორტალები

ქვეპორტალები

ანიმე და მანგა · კაბუკი · სინტოიზმი


აღმოსავლეთი აზია და ინდოჩინეთი

იაპონიის დროშა იაპონია · კორეის დროშა კორეა · მონღოლეთის დროშა მონღოლეთი · რუსეთის დროშა რუსეთი · ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი · ჩინეთის დროშა ჩინეთი (ჰონგ-კონგის დროშა ჰონკონგი)
ბრუნეის დროშა ბრუნეი · ვიეტნამის დროშა ვიეტნამი · ინდონეზიის დროშა ინდონეზია · კამბოჯის დროშა კამბოჯა · ლაოსის დროშა ლაოსი · მალაიზიის დროშა მალაიზია · მიანმარის დროშა მიანმარი · სინგაპურის დროშა სინგაპური · ტაილანდის დროშა ტაილანდი · ფილიპინების დროშა ფილიპინები


დიდი რვიანი

აშშ-ის დროშა აშშ · გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთ. სამეფო · გერმანიის დროშა გერმანია · კანადის დროშა კანადა · იაპონიის დროშა იაპონია · იტალიის დროშა იტალია · რუსეთის დროშა რუსეთი · საფრანგეთის დროშა საფრანგეთი