მეიძის რესტავრაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორის გადასვლა კიოტოდან ტოკიოში, 1868 წლის ბოლოს

მეიძის რესტავრაცია (იაპ. 明治維新 Meiji Ishin?), აგრეთვე ცნობილი როგორც მეიძი ისინ, რევოლუცია, ან განახლება — მოვლენათა სერია, რომლებსაც შედეგად იაპონიის პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებში უზარმაზარი ცვლილებები მოჰყვა. ეს მოვლენები ხდებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, პერიოდში, რომელიც მოიცავს გვიანდელ ედოს პერიოდს (რომელსაც ხშირად გვიან ტოკუგავას სიოგუნატს უწოდებენ) და მეიძის ერის დასაწყის. ამ მოვლენათა ყველაზე მნიშვნელოვანი აღწერა უცხოელის თვალით ეკუთვნის სერ ერნესტ სატოუს წიგნში „დიპლომატი იაპონიაში“ (1862-1869). რესტავრაცია კომოდირი მეთიუ პერის შავი გემების ჩამოსვლით იაპონიის გახსნის პირდაპირი პასუხი იყო, რამაც იმპერიული იაპონია ზესახელმწიფოდ აქცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]