იაპონური ლიტერატურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაპონურ ლიტერატურას თითქმის 20 საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ნაწარმოებები ჩინური ლიტერატურის ძლიერ გავლენას განიცდის, მაგრამ იაპონიის იზოლირების პოლიტიკამ საკუთრივ იაპონური ლიტერატურული ფორმების განვითარება გამოიწვია.

იაპონური ლიტერატურის ძირითადი მახასიათებლები არის ერთგვარი გამიჯვნის, იზოლირების გრძნობა და ხშირ შემთხვევაში მთავარი პერსონაჟი მიზანს ვერ აღწევს.

ისტორია[რედაქტირება]

იაპონური ლიტერატურა სამ ძირითად პერიოდად იყოფა: ძველი, საშუალო და თანამედროვე პერიოდი.

ძველი იაპონური ლიტერატურა-(XII საუკუნემდე) მოიცავს ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა გენჯის ნათქვამი, ათი ათასი ფურცელის კრებული და ა.შ. ამ ნაწარმოებების თემებია სიცოცხლე, სიყვარული, იმპერატორის კარზე თავადაზნაურთა გართობები და ა.შ.

საშუალო პეროდის იაპონური ლიტერატურა (XII–XIX საუკუნეები) ბუდიზმის დიდ გავლენას განიცდის. პერსონაჟები არიან მღვდლები, მოგზაურები, ასკეტი პოეტები. ამ პერიოდში იაპონიაში ადგილი აქვს შიდა ომებს, რის შედეგადაც ვითარდება მებრძოლებისა და სამურაების კლასი, რომელთა შესახებ უამრავი ლეგენდები და ზღაპრები იწერება.

თანამედროვე იაპონური ლიტერატურა (XIX საუკუნის დასასრულიდან) იწყება იაპონიის ცხოვრებაში დასავლური სამყაროს შეჭრის შედეგად. ამ პერიოდში განსაკუთრებით ვითარდება ისეთი ლიტერატურული ფორმა, როგორიცაა shi-shôsetsu - რომანი პირველ პირში. ეს არის მოკლე ისტორიები, რომელთა მთავარი პერსონაჟი თავად ავტორია. მათში მთხრობელის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მონაკვეთებია მოთხრობილი და აღსარებას მოგვაგონებს. თანამედროვე ლიტერატურა განიცდის როგორც ბუდიზმის, ასევე დღევანდელი რეალური სამყაროს გავლენას და ერთგვარი ფრუსტრაციის პრობლემის წინაშე აყენებს ადამიანს. პარალელურად არსებობს ლიტერატურა, რომელიც წერილობით გადმოსცემს ვიდეოთამაშების, კომიქსების, ანიმაციური ფილმების შინაარსს. ასეთი ლიტერატურა დიდ კრიტიკას იმსახურებს ტრადიციული ლიტერატურის მოყვარულთა მხრივ, მაგრამ ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]