ოკინავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული ოკინავა

ოკინავა (იაპ. 沖縄本島) — კუნძული იაპონიაში, არქიპელაგი რიუკიუს ცენტრალურ ნაწილში. არქიპელაგის უდიდესი კუნძული (1348 კვ. კმ). მთავარი ქალაქი - ნაჰა (42 250 მცხოვრები).

1945 წლის აპრილ-ივნისში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკინავა ამერიკულმა ჯარებმა დაიპყრეს. მასზე შეიქმნა ამერიკული სამხედრო ბაზა, გადამწყვეტი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც იაპონიის ყველა მისადგომს აკონტროლებდა. ომის შემდეგ კუნძული ამერიკის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა 1972 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]