Canon

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინგლ. Canon Inc., იაპონ. キャノン株式会社,
Canon wordmark.svg
ტიპი: საზოგად.
დაფუძნდა: 1937
მდებარეობა: იაპონიის დროშა იაპონია
ვებგვერდი: [1]

კორპორაცია ქენონი (ინგლ. Canon Inc., იაპონ. キャノン株式会社, ქიანონ ქაბუსიკი გაისა) — იაპონური საინჟინრო კომპანია. ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ციფრული ტექნიკის სფეროში. 1937 წელს დაარსების დღიდან Canon-მა დაიკავა მყარე პოზიციები ფოტო, ვიდეო და IT სფეროებში. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოში (იაპონია).

კომპანიის ისტორია იწყება 1933 წელს დაარსებული ოპტიკური ლაბორატორიიდან. ეს ლაბორატორია მდებარეობდა ტაკიკავაიას შენობის მესამე სართულზე. ლაბორატორია გახსნეს ახალგაზრდებმა გორო იოშიდამ და საბურო უშიდამ. თავდაპირველად ლაბორატორიის მიზანი იყო გერმანულ ფოტოაპარატებზე (რომლებიც იმ პერიოდში საუკეთესოდ ითვლებოდნენ) არანაკლები ხარისხის ფოტოკამერის შექმნა. ამ კვლევების სპონსორი გახდა ტაკეში მიტარაი, რომელიც გახდა კომპანიის პირველი პრეზიდენტი. კომპანიამ სახელი ბუდისტური ღვთაების, კანონის პატივსაცემად მიიღო.

1934 წელს მათ შექმნეს პირველი იაპონური 35 მმ კამერა. რელიგიურმა იოშიდამ კამერას კვანონი დაარქვა. ჟურნალ «Asahi Camera»-ს ივნისის ნომერში იყო განთავსებული რეპორტაჟი კამერის შესახებ. ერთი წლის შემდეგ, 1935 წლის 26 ივნისს, უეშიდამ დაარეგესტრირა საქონლის ნიშანი და ლოგო «Canon». განსხვავებით რელიგიური იოშიბასგან, უშიდას სურდა რომ კამერას უფრო ჟღერადი სახელი ჰქონოდა.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • მონღოლეთში ასლდაგადაღების საზოგადო სახელია „Canon“ და არა „Xerox“, როგორც უმრავლეს ქვეყნებში. მიზეზი ისაა, რომ იქ პირველად სწორედ ქენონის ფირმის ასლგადამღები აპარატები გავრცელდა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Canon&oldid=2626730“-დან