პორტალი:საქართველო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

საქართველო




საქართველოს გერბი
საქართველო — სახელმწიფო ევროპისა და აზიის გასაყარზე. ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობდა XI საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა დღევანდელი მმართველობის ფორმით არსებობს 1991 წლიდან. იხილეთ სრულად საქართველოს ისტორია.
რედ.

თემატური კრებული

პორტალი:საქართველო/თემები

რედ.

ამ თვეს...

პორტალი:საქართველო/ივლისი

რედ.

იცოდით, რომ...

ბეთანიის ფრესკები
რედ.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

იხილეთ:

რედ.

ახალი სტატიები

ჭკადუაში | ცაცხვი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) | ჯიხასკარი | ცაიში | ფიროსმანი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) | ჯუმი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) | თავწყარო | ჩხორია | ჩხოუში | ქურდაძეები | ჟირი | წმინდა გიორგის მონასტერი (დიდინეძი) | წმინდა გიორგის ეკლესია (ტყაია) | ტყაია | კოკი | წმინდა გიორგის ეკლესია (კოკი) | კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია | ჟეფიშხა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა

რედ.

რჩეული სტატია

100 ლარის წინა მხარე
ქართული ლარი არის საქართველოს ეროვნული ვალუტა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.

ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.

რედ.

რჩეული ბიოგრაფია

ნიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გიორგი ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 18901894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX—XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო სცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.

რედ.

თვის გამოსახულება

ლებისკარის ციხე-კოშკი
ავტორი: პაატა ვარდანაშვილი

ხევსურეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა, რაზეც აქ მდებარე ციხე-სიმაგრეთა სიმრავლე მეტყველებს.

რედ.

კატეგორიები

რედ.


რჩეული პანორამა

თბილისის სამების ტაძარი


თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში
რედ.

დობილი პორტალები

ევროპა

ავსტრია · აზერბაიჯანი · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი · ირლანდია · ისლანდია · ისრაელი · იტალია · კვიპროსი · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდი · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ხორვატია

რედ.

ქეშის გაწმენდა

პირადი ხელსაწყოები