საკე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკეს კასრები იცუკუშიმას სამარხში.

საკე' (იაპ.: 酒 :おさけ) — იაპონური სიტყვა, ნიშნავს „ალკოჰოლურ სასმელს“. იაპონიის ფარგლებს გარეთ ბრინჯისგან გამოხდილი სპეციფიური ალკოჰოლური სასმელის მნიშვნელობა მიიღო. იაპონურად ამ სასმელს ჰქვია ნიჰონსიუ (日本酒 にほんしゅ„იაპონური ალკოჰოლი“).

საკეს დანარჩენ მსოფლიოში ბრინჯის ღვინოს უწოდებენ. თუმცა ეს განსაზღვრება სწორი არ არის. ალკოჰოლური სასმელის წარმოება მარცვლის მრავალჯერადი ფერმენტაციით უფრო ლუდს ჰგავს, ვიდრე ღვინოს. ასევე, არსებობს სხვა სასმელებიც, ცნობილი როგორც „ბრინჯის ღვინო“, რომლების მნიშვნელოვნად განსხვავდება ნიჰონსიუსგან.

სიტყვა „საკე“ შესაძლოა ასევე მიუთითებდეს სხვა სასმელებზეც იაპონიის სხვადასხვა რეგიონში. სამხრეთ კიუსიუში საკე ზოგადად გამოხდილ სასმელს ჰქვია — შოჩუ/იმოძიოჩუ (芋焼酎 いもじょうちゅう). ოკინავაში საკე ნიშნავს ან შაქრის ლერწმისგან გამოხდილ შოჩუს, ან ავამორი (აქაფული თავი, 泡盛 あわもり), ან კიუსიუ (ძველი სასმელი). საკეს ეს უკანასკნელი ფორმები გამოხდილია გრძელმარცვლიანი ბრინჯისგან და შავი კოძისგან (კუროკოძი 黒麹 くろこうじ).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94"-დან
პირადი ხელსაწყოები