კაგავის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაგავა)

კაგავის პრეფექტურა (იაპ. 香川県) — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ სიკოკუს ჩრდილოეთ ნაწილში. მოიცავს კუნძულ სიოდოსაც. ფართობი 1864,7 კმ2. მოსახლეობა 1.006.329 კაცი, მათ შორის დაახლოებით 50% ქალაქში ცხოვრობს. მთავარი ქალაქი და აღმოსავლეთი ცენტრი — ტაკამაცუ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი (70%) უჭირავს მთებს და მაღლობებს, ჩრდილოეთით დაბლობის ვიწრო ზოლია.

კაგავა სასოფლო-სამეურნეო რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი, რომელსაც უჭირავს პრეფექტურის დამუშავებული ფართობის დაახლოებით 77%. განვითარებულია მეხილეობა (მანდარინი, ატამი). თევზჭერა, ზღვის სარეწები. იღებენ ქვამარილს. დამუშავებითი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია მსუბუქი და კვების მრეწველობა. სპილენძისა და პოლიმეტალების ბაზაზე განვითარდა ფერადი მეტალურგია. იზრდება ქიმიური მრეწველობის პროდუქცია. ტურიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]