ძიმუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმპერატორი ძიმუ

იმპერატორი ძიმუ ან ძინმუ (神武天皇 (იაპონ. ძიმუ ტენო?)) — იაპონიის ლეგენდარული დამაარსებელი და პირველი იმპერატორი. ეპოს კოძიკის მეორე განყოფილების თანახმად, იგი დაიბადა 711 წლის 1 იანვარს ჩვენ წელთაღრიცხვამდე და გარდაიცვალა ძვ. წ. 585 წლის 11 მარტს. სინტოიზმში ძიმუ ითვლება მზის ღმერთის, ამატერასუ ომიკამის, შვილიშვილად. თვითონ ძიმუ ითვლება მნიშვნელობით მეორე ღვთაებად.[1]

ისტორიკოსთა უმრავლესობა უარყოფს ძიმუს არსებობას როგორც ასეთს და მთელს პერიოდს მასთან დაკავშირებულს. მისი არსებობა ისტორიულად არ დასტურდება. პირველი ისტორიულად დადასტურებული იაპონელი მონარქი არის იმპერატორი კიმმეი (509–571).[2][3]

ძიმუს ქმედებებზე არსებული მოთხრობები ასახავენ იაპონური ტომების მიგრაციის პროცესებს, ტომთა კავშირის შექმნას. მეცნიერება ამ პროცესებს ჩვენი ერის დასაწყისით ათარიღებს. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძიმუ ჰიმუკიდან, კიუსუს კუნძულიდან, საიდანაც მისი წინაპრები ციდან ჩამოვიდნენ, ილაშქრა კუნძულ ჰონსიუზე. იმპერატორ ძიმუს ძვ. წ. 660 წელს გამეფებასთან დაკავშირებულია იაპონიის ყველაზე ცბობილი დღესასწაული – კიგენსეცუ, რომლის ზეიმი დაიწყეს 1872 წელს და ზეიმობდნენ 11 თებერვალს.[1]

ძიმუს გამეფების 2600 წლის აღსანიშნავად 1940 წლის 27 სექტემბერს იაპონიამ ხელი მოაწერა გერმანიასთან და იტალიასთან სამთა პაქტს. ოფიციალური პროპაგანდა აქტიურად იყენებდა ძიმუს დევიზს – „მსფოლიოს რვა კუთხის შეგროვება ერთი სახურავის ქვეშ” (ჰაკ-კო იტი-უ). ეს დევიზი გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე აგრესიის იდეოლოგიური გამართლებისთვის.[1]

დღესასწაული გაუქმდა ამერიკული ოკუპაციური ძალების ბრძანებით იაპონიის მეორე მსოფლიო ომში დამარცხების გამო. იგი აღადგინეს 1966 წელს, თუმცა სხვა სახელი დაარქვეს – კენკოკუ კინენბი – სახელმწიფოს შექმნის დღე.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 იმპერატორი ძიმუ - iaponeli.wordpress.com-ზე.
  2. Hoye, Timothy. (1999). Japanese Politics: Fixed and Floating Worlds, p. 78; excerpt, "According to legend, the first Japanese emperor was Jimmu. Along with the next 13 emperors, Jimmu is not considered an actual, historical figure. Historically verifiable Emperors of Japan date from the early sixth century with Kimmei.
  3. Titsingh, pp. 34–36; Brown, pp. 261–262; Varley, pp. 123–124.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძიმუ&oldid=2761163“-დან