საპორო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საპოროს ილუმინაციები

საპორო (札幌市) სიდიდით მეხუთე ქალაქია იაპონიაში და ჰოკაიდოს პრეფექტურის დედაქალაქია.

1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საპოროში ჩატარდა. ის 3 თებერვალს გაიხსნა და იყო პირველი ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც აზიის ქვეყანაში ჩატარდა. საპორო ასევე მასპინძლობს ყოველწლიურ თოვლის ფესტივალს, რომელიც ასევე თებერვალში ტარდება, და განთქმულია ყინულის სკულპტურების კონკურსით.

იაპონიაში საპორო განთქმულია, როგორც ლუდი საპოროსა და მისოთი გაჯერებული მაკარონის ბულიონი "რამენის" სამშობლო. ქალაქის გასართობი უბანი სასაკინო იაპონიაში უდიდესი და ყველაზე განთქმულია.

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქის ადგილას ადრე აინუს ადგილობრივი ტომები სახლობდნენ სოფელში "საცუპორო". 1869 წელს ჰოკაიდოს განვითარების დეპარტამენტმა (კაიტაკუში) ეს ადგილი აირჩია პროვინციის დედაქალაქის ასაშენებლად. 1922 წლის 1 აგვისტოს საპორო ქალაქად გამოიცხადეს, რაც 1972 წელს სამთავრობო უწყებით ოფიციალურად დადასტურდა. ამჟამად ქალაქს ახალი ჩიტოზის აეროპორტი (იაპონიაში უდიდესი) ემსახურება.