პორტალი:ხელოვნება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

ხელოვნების პორტალი
რჩეული სტატია

დადაიზმი — 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიურ ნორმებს. (...სრულად.)

სურათზე: მარსე დიუშანის "შადრევანი".
კვირის პიროვნება
შანდორ პეტეფი, დაგეროტიპი

შანდორ პეტეფი (Sándor Petöfi) (დ. 1 იანვარი, 1823 — გ. 31 ივლისი, 1849), უნგრელი პოეტი, რევოლუცოინერი-დემოკრატი. 1848-1849 წლების უნგრული რევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მშობლების გაკოტრების გამო პეტეფი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მუშაობდა სტატისტად, გამწესდა ჯარისკაცად, იყო მოხეტიალე დასის მსახიობი და მოდების ჟურნალის რედაქტორის თანაშემწე. პირველი ლექსი "მსმელი" 1842 წელს გამოაქვეყნა. მ. ვერეშმარტის დახმარებით დაბეჭდა პირველი კრებული "ლექსები" (1844). პეტეფი იყენებდა ხალხურ მოტივებს, თუმცა თვალსაჩინო იყო მისი პოეტური ქმნილებების თვითმყოფადი ხასიათიც (პოემა "სოფლის ურო", 1844; პოი, შანემა-ზღაპარი "რაინდი იანოში", 1844; ქართული თარგმანი 1952).

პეტეფის ლექსებში მალე გაჩნდა დემოკრატიული სულისკვეთება ("ველური ყვავილი", 1844, "მეფეთა წინააღმდეგ" და სხვ.). პოეტის სატრფიალო ლირიკამ მწვერვალს მიაღწია ციკლებში "ეტელკას საფლავის კვიპაროსების რტოები" (1845), "სიყვარულის მარგალიტები" (1845). რეაქციულმა კრიტიკამ, სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ და უიღბლო სიყვარულმა პოეტი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა (დრამა "ძუ ვეფხვი და აფთარი", 1845; პოემა "პიშტა სილაი", 1846 და სხვ.). (...სრულად)

ქვეპორტალები
არქიტექტურა ფოტოგრაფია
კინო ლიტერატურა
მუსიკა სახვითი
ხელოვნება
კატეგორიები
ხელოვნება

არქიტექტურადიზაინითეატრიკინოლიტერატურამუსიკამხატვრობასახვითი ხელოვნებასკულპტურაფოტოგრაფიაცეკვაოპერახელოსნობა

მიმდინარეობები
ხელოვნების მიმდინარეობები

ბაროკოროკოკოკლასიციზმირომანტიზმისენტიმენტალიზმირეალიზმინატურალიზმისიმბოლიზმიავანგარდიზმიმოდერნიზმიპოსტმოდერნიზმიდადაიზმი

კვირის პროექტი
მსურველებს ვთხოვთ თარგმნოთ სტატიები ქართული ფილმების შესხებ რუსულიდან ru:Категория:Фильмы Грузии.
რჩეული სურათი
"დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), უილიამ-ადოლფ ბუგერო.

"დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), შთაგონებული დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიით", იყო უილიამ-ადოლფ ბუგეროს პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ჯოჯოხეთის მისეულ აღწერაში დანტე და რომაელი პოეტი ვირგილიუსი (უკანა ხედზე) აკვირდებიან ჯოჯოხეთის მკვიდრთ.

საკუთარ პერიოდში ბუგერო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად იყო აღიარებული, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მას უკვე არაფრად აგდებდნენ, შესაძლოა მისი იმპრესიონისტთა მიმართ აგრესიულობის გამო. მიუხედავად ამისა, დღეს მას თაყვანისმცემლების ახალი დიდი ტალღა შეემატა - მისი ნამუშევრები მსოფლიოს ასზე მეტ უდიდეს მუზეუმშია გამოფენილი.


ავტორი: უილიამ-ადოლფ ბუგერო
სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება