ტოკუგავა იეიასუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოკუგავა იეიასუ

ტოკუგავა იეიასუ (徳川 家康 დ. 31 იანვარი, 1543, ოკაზაკის ციხე, აიჩის პრეფექტურა — გ. 1 ივნისი, 1616, კუნაძანი, შიძუოკის ახლოს) — იაპონელი ფეოდალი, ტოკუგავას შოგუნთა დინასტიის დამაარსებელი. ჰ. ტოიოტომის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე. ჰ. ტოიოტომის გარდაცვალების შემდეგ (1598) სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ერთი ნაწილის კოალიციას და სეკიგაჰარასთან ბრძოლაში (1600) დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგენი. 1603 აიძულა იმპერატორი მიეცა მისთვის შოგუნის ტიტული. 1605 ხელისუფლება ოფიციალურად გადასცა თავის ვაჟიშვილს ჰიდეტადას, მაგრამ ფაქტობრივად თვითონ მართავდა ქვეყანას. გამოსცა რამდენიმე ბრძანებულება გლეხთა დაყმევების შესახებ, მთავრებისა და აზნაურების ასევე იმპერატორისა და მისი კარის მოხელეთა ყოფაქცევის კოდექსები, რითაც ისინი სიოგუნატის კონტროლს დაუქვემდებარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]