ბუდიზმი იაპონიაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუდისტური ტაძარი ნალაში

ბუდიზმი არის იაპონიის ყველაზე გავრცელებული რელიგია, რომლის მიმდევარია იაპონიის მოსახლეობის უმრავლესობა. იაპონური ბუდიზმი არაერთგვაროვანია – ათასნახევრიანი ისტორიის განმავლობაში იაპონიაში შეიქმნა მრავალი ბუდიტური სკოლა და მიმდევრობა.[1] ზოგი მათგანი ორიენტირებულია ფილოსოფიაზე, ზოგი კულტურაზე, ზოგი მედიტაციაზე, ზოგი რიტუალზე და ზოგიც მანტრების კითხვაზე. ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა პოპულარულია იაპონელთა სხვადასხვა შრეში – მეცნიერებში, სამურაებში, ჩვეულებრივ ხალხში. სკოლები ურთიერთობენ ერთმანეთთან, თუმცა ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა ეომებოდა ერთმანეთს. ზოგი ბუდისტური სკოლა შეერწყა სხვას, ზოგიც კი გადარჩა მხოლოდ მცირე ტაძრებში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური სკოლები წარმოიშვა კორეის, ინდოეთისა და ჩინეთის სკოლების საფუძვლებზე, იაპონიის კუნძულოვანი მდგომარეობის გამო მათ სულ სხვა გზა განვლეს. ზოგი სკოლა კი დარჩა მხოლოდ იაპონიაში და გაქრა ინდოეთსა თუ ჩინეთში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ბუდიზმიი იაპონიაში (6 ივნისი, 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-06-07.