ტაისიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმპერატორის პორტრეტი

იმპერატორი ტაისიო (大正天皇 (იაპონ. ტაისიო ტენო?), დ. 31 აგვისტო, 1879 — გ. 25 დეკემბერი, 1926) იყო იაპონიის 123-ე იმპერატორი ტრადიციული ქრონოლოგიის მიხედვით. იგი მეფობდა 1912 წლის 30 ივლისიდან მის გარდაცვალებამდე 1926 წელს.[1]

იმპერატორის საკუთარი სახელი იყო იოსიჰიტო (嘉仁). ტრადიციის მიხედვით, გამეფების შემდეგ იმპერატორს არა აქვს სახელი და მას უბრალოდ იმპერატორს უწოდებენ. რადგანაც იგი მეფობდა ტაისიოს პერიოდში, იგი გახდა ცნობილი როგორც იმპერატორი ტაისიო.[1]

იგი დაიბადა ტოკიოში 1879 წლის 31 აგვისტოს. იოსიჰიტო გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ 1889 წლის 3 ნოემბერი. 1900 წლის 10 მაისს იგი დაქორწინდა დედოფალ სადაკოზე.[1]

ტაისიო ავიდა ტახტზე 1912 წლის 30 ივლისს. პირველი მსოფლიო ომის დროს ტაისიომ, როგორც მოკავშირე ქვეყნის ლიდერმა, მიიღო ბრიტანეთის მარშალის წოდება. გარდაიცვალა ტოკიოში, 1926 წელს.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 იმპერატორი-ტაისო iaponeli.wordpress.com-ზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ედვარდ საიდენსტიკერი, . (1990). ტოკიოს აღმავლობა. ნიუ იორკი: ალფრედ კნოფი. 10-ISBN 0-394-54360-2; 13-ISBN 978-0-394-54360-4 (cloth) [გადმობეჭდილია ჰარვარდის უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის მიერ, Cambridge, 1991: 10-ISBN 0-674-89461-8; 13-ISBN 978-0-674-89461-7 (paper)]
  • ბიქსი, ჰერბერტ ბიქსი; ჰიროჰიტო და თანამედროვე იაპონიის შექმნა. Harper Perennial (2001). ISBN 0-06-093130-2
  • Fujitani,T. Splendid Monarchy: Power and Pageantry in Modern Japan. University of California Press; Reprint edition (1998). ISBN 0-520-21371-8
  • დონალდ კინი. იაპონიის იმპერატორი: მეიძი და მისი სამყარო. კოლუმბიის უნივერსიტეტი (2005). ISBN 0-231-12341-8