ფუკუოკა
|
ქალაქი
ფუკუოკა
|
ფუკუოკა (იაპონ. 福岡市) — ქალაქი და მსხვილი პორტი იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; ფუკუოკას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი; მოსახლეობა: 1 431 145 ადამიანი (2008 წლის მონაცემებით). მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი. ქალაქ ფუკუოკას მდინარე ნაკაგავა ჰყოფს 2 ნაწილად — ჰაკატა (სავაჭრო) და ფუკუოკა (ადმინისტრაციული და საქმიანი).
ისტორია [რედაქტირება]
VII საუკუნიდან ცნობილი გახდა სავაჭრო ქალაქი ჰაკატა, რომელიც განლაგებულია მდინარე ნაკაგავას აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი წარმატებულად აწარმოებდა ვაჭრობას ჩინეთთან. XVII საუკუნის დასაწყისში ნაკაგავას დასავლეთ სანაპიროზე დაიმე ნაგამასა კუროდამ სასახლე ააშენა.
1889 წელს გადაწყდა ორივე მხარის გაერთიანება საერთო სახელით ფუკუოკა, რაც ნიშნავს „ბედნიერ ბორცვს“.
ბრიტანული ჟურნალის Monocle-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფუკუოკა აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად შოპინგისათვის.
|
||||||||||||||
სტატიის