სტოკჰოლმში დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინასა და ფიზიოლოგიაში. იგი წილად ხვდა სამ მეცნიერს თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივიზაციას შესწავლისადმი მიძღვნილი ნაშრომისათვის. ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრუს ბეტლერი (აშშ), ჟიულ ჰოფმანი (ლუქსემბურგი) და რალფ შტეინმანი (კანადა). რალფ შტეინმანი 30 სექტემბერს გარდაიცვალა. რადიო თვისუფლება
კორპორაცია „Apple“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მის მიერ დაარსებული კომპანია უკვე დიდი ხანია მსოფლიოში უნაკლო ხარისხისა და სტილის სიმბოლოა. (1 არხი)
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 77 წლის ასაკში, მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. მას მინიჭებული აქვს საპატიო თბილისელის წოდება. ოთარ რამიშვილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. (1 არხი)
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მხოლოდ თბილისში 7 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. ამ თხოვნით თბილისის მერიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ მიმართა. ადმინისტრაციამ დედაქალაქის მერიის თხოვნა დააკმაყოფილა და 7 ოქტომბერი ერთჯერადად უქმე დღედ გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე და მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე Facebook-ში. (1 არხი)
კონცერტები, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენები, ხილისა და ღვინის ფესტივალი, ტრადიციული ტივით სეირნობა და გრანდიოზულ საწნახელში ყურძნის დაწურვა – თბილისობა 2011 დაიწყო. დღესასწაულის მთავარ მოვლენებს ძველი თბილისი, რიყის პარკი, აბანოთუბანი, მეიდანი და ევროპის მოედანი უმასპინძლებს. წლევანდელი თბილისობის დღესასწაული სამ დღეს გაგრძელდება. (1 არხი)
მუსიკოსი, თბილისის კონსერვატორიის კათედრის გამგე ვაჟა ჩაჩავა გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ლა-სკალას, ლიცეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მოღვაწეობდა. იყო ვერდის მეგობართა საზოგადოების საპატიო წევრი. წლების განმავლობაში იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. ვაჟა ჩაჩავას სამშაბათს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. (1 არხი)
ანომალიური სიცხე ევროპაში მოულოდნელმა თოვლმა შეცვალა. ერთ ღამეში ჰაერის ტემპერატურა ავსტრიასა და ხორვატიაში + 30-დან 0 გრადუსამდე დაეცა. ხორვატიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ბელოვარში ხანძარი გაუჩნდა მოხუცებულთა თავშესაფარს, დაიღუპა 4 ადამიანი, 11 კი დაშავდა. (1 არხი)
ყაზახეთის პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქ ატარაუში მოხდა ორი აფეთქება, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა (რადიო თავისუფლება).