პორტალი:ახალი ამბები/2011 ოქტომბერი 8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 8 ოქტომბერი, 2011 (2011-10-08) (შაბათი)
  • მუსიკოსი, თბილისის კონსერვატორიის კათედრის გამგე ვაჟა ჩაჩავა გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ლა-სკალას, ლიცეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მოღვაწეობდა. იყო ვერდის მეგობართა საზოგადოების საპატიო წევრი. წლების განმავლობაში იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. ვაჟა ჩაჩავას სამშაბათს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. (1 არხი)
  • ანომალიური სიცხე ევროპაში მოულოდნელმა თოვლმა შეცვალა. ერთ ღამეში ჰაერის ტემპერატურა ავსტრიასა და ხორვატიაში + 30-დან 0 გრადუსამდე დაეცა. ხორვატიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ბელოვარში ხანძარი გაუჩნდა მოხუცებულთა თავშესაფარს, დაიღუპა 4 ადამიანი, 11 კი დაშავდა. (1 არხი)