Apple

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Apple Inc.
Apple logo black.svg
ტიპი: საზოგადო/სააქციო
დევიზი: იფიქრე სხვანაირად (Think Different)
დაფუძნდა: კალიფორნია, აშშ (1 აპრილი, 1976, როგორც Apple Computer, Inc.)
მდებარეობა: აშშ-ის დროშა 1 ინფინიტ ლუპი, კუპერტინო, კალიფორნია
წამყვანი: ტიმ კუკი, CEO
დარგი: კომპიუტერული ტექნიკა
პროგრამული უზრუნველყოფა
სამომხმარებლო ელექტროტექნიკა
პროდუქცია: Mac (პერსონალური კომპიუტერის სერიები), Mac OS X, Mac OS X Server, iPod, QuickTime, iTunes, iLife, iWork, Safari, Apple Remote Desktop, Xsan, Final Cut Studio, Aperture, Logic Studio, Cinema Display, AirPort, Apple Mighty Mouse, Xserve, iPhone, Apple TV, iPad
ბრუნვა: US$24.01 მილიარდი Increase2.svg (ფისკალური წელი 2007)
საწარმოო შემოსავალი: US$4.41 მილიარდი Increase2.svg (ფისკალური წელი 2007)
სუფთა მოგება: US$3.50 მილიარდი Increase2.svg (ფისკალური წელი 2007)
თანამშრომელი: 17,787 მუდმივი; 2,399 დროებითი
საიტი: Apple.com

ეპლი (ინგლ. Apple Inc.; NASDAQ: AAPL, LSE: ACP, FWB: APC) (ყოფილი Apple Computer, Inc.) — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატიის ქალაქ კუპერტინოში. ეპლი ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. ეპლი ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის აიფონის, ეპლ-ტვ და ახალი ოპერაციული სისტემა მაკ ოს X „ლეოპარდის“ დამუშავებით.

კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი აიპოდის სერია, და ბოლო დროს უკვე აიფონიც. ეპლის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა მაკ ოს X ოპერაციული სისტემა და აილაიფის პროგრამების პაკეტი. ეპლი ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად მაკ-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.

ეპლში მუდმივად და დროებითად 20,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 ფისკალურ წელს (დასრულდა 2007 წლის 29 სექტემბერს) US$24.01 მილიარდი შეადგინა.

რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, ეპლმა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლიოალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეპლის ისტორია.

კომპანიამ ეპლი II მიკროკომპიუტერი 1977 წელს წარმოადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1983-ში, მან ლიზა გაუშვა, რომელიც პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით (GUI), მასზე გარკვეულწილად ქსეროქს ალტომ მოახდინა გავლენა. ლიზა ასევე პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო მაუსით. 1984 წელს მაკინტოში იქნა წარმოდგენილი, რომელმაც უდავოდ წინ წამოსწია მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები (იუზერ ფრენდლი) გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. ეპლის მაკინტოშის წარმატებამ ყოველ მხრივ განაპირობა გრაფიკული ინტერფეისების გამოყენება ძირითად კომპიუტერის ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა კომოდორე ამიგა და ატარი ST, რომლებიც მაკინტოშის გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ ბაზარზე.

1991 წელს, ეპლმა პორტატული კომპიუტერების ხაზი PowerBook გაუშვა. 1990-იანბში ეპლის საბაზრო წილის ვარდნა მოხდა კონკურენციის გამო მაიკროსოფტ ვინდოუსის და შედარებით დაბალ ფასიანი IBM PC შეთავსებადი კომპიუტერების მხრიდან, რომლებიც საბოლოოდ დომინირებდნენ კიდეც ბაზარზე. 2000-იან წლებში, ეპლმა განავრცო თავისი ფოკუსი პროგრამირების კუთხით და პროფესიონალური და პროზიუმერული ვიდეო, მუსიკალური და ფოტო წარმოების გადაწყვეტები შესთავაზა მომხმარებლებს, თავის ახალ პროდუქტებს ის წარმოაგენს როგორც "ციფრულ ცენტრს". მან ასევე გამოუშვა აიპოდი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული მუსიკალური დამკვრელი.

1976-1980: ადრეული წლები[რედაქტირება]

ეპლი დაარსებულ იქნა 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსის, სტივ უოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ (და მოგვიანებით, 1977 წლის 3 იანვარს კორპორაციად გარდაიქმნა უკვე უეინის გარეშე, რომელმაც კომპანიის თავისი წილი ჯობს და უოზნიაკს მიჰყიდა), რათა გაეყიდა ეპლ I კომპიუტერული აღჭურვილობა. ისინი სტივ უოზნიაკის მიერ ხელით იყო აწყობილი ჯობსის მშობლების სასტუმრო ოთახში, და ეპლ I საზოგადოების წინაშე პირველად ჰოუმბრიუს კომპიუტერულ კლუბში წარადგინეს. საბოლოოდ 200 კომპიუტერი იქნა აწყობილი. ეპლ I იყიდებოდა როგორც დედა პლატა (პროცესორით, ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობით იგივე RAM-ით და ძირითადი ტექსტურ-ვიდეო ჩიპებით) - და არა ისე, რაც დღეს არის მიღებული პერსონალურ კომპიუტერად

შტაბბინა[რედაქტირება]

ეპლის კორპორაციული შტაბბინა სილიკონის მდელოს შუაგულში მდებარეობს, მისამართით 1 ინფინიტ ლუპი, კუპერტინო, კალიფორნია. კომპლექსის ტერიტორიაზე ექვი ნაგებობა მდებარეობს, საერთო ფართობით 79,000 მ2 და აშენებულ იქნა 1993 წელს სობრატო დეველოპმენტ კოსის მიერ.

2006 წელს, ეპლმა ახალი კომპლექსის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება გააკეთა მომიჯნავე მიწებზე, რომელთა ფართობი 202, 000 მ2-ს შეადგენს. ასევე კუპერტინოში მდებარე ახალი კომპლექსი ძველისაგან 1,5 კმ-ით იქნება დაშორებული.

აღმასრულებელი დირექტორები[რედაქტირება]

წყარო: [1]

ამჟამინდელი დირექტორთა საბჭო[რედაქტირება]

წყარო: [2]

სლოგანები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეპლის სლოგანების სია.

ეპლის პირველი სლოგანი, "Byte into an Apple", 1970-იანი წლების ბოლოსთვის იქნა წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ კომპიუტერებთან ერთად სხვა ნივთების გაყიდვაც დაიწყო, სლოგანები თითოეული ინდივიდუალური პროდუქტისთვის იქმნებოდა, კომპანიის საერთო სლოგანის მაგივრად. მაგალითად, სლოგანი "iThink, therefore iMac", გამოყენებულ იქნა iMac-ის პოპულარიზაციისათვის 1998 წელს. დღესდღეობით კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე რამდენიმე სლოგანის მარკეტინგი ხდება; თუმცა, ეპლი ისევ აგრძელებს პროდუქტების ინდივიდუალურ მარკეტინგზე ფოკუსირებას.

ფინანსები[რედაქტირება]

2011 წელს მიუხედავად ბაზრის წილის 16.6%-დან 15%-მდე შემცირებისა Apple-მა შეძლო 108 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლის მიღება, რაც 2010 წელს 65 მილიარდს შეადგენდა. მან ასევე შექმნა დაახლოებით 82 მილიარდი ამერიკული დოლარის რეზერვი.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Apple&oldid=2753382“-დან