ბაკურ კვეზერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაკურ კვეზერელი
ბაკურ კვეზერელი
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
სოფლის მეურნეობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 აპრილი, 2008 – 20 ოქტომბერი, 2011[1]
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური
წინამორბედიპეტრე ცისკარიშვილი
მემკვიდრეზაზა გოროზია

დაბადებული5 იანვარი, 1981
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პროფესიაეკონომისტი, საბანკო საქმე
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი

ბაკურ კვეზერელი (დ. 5 იანვარი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008–2011 წლებში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი ეკონომიკური-ინფორმატიკის სპეციალობით.
  • 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
  • 2005 წელს ქ. ტოკიოს ტოკასიუკუს უნივერსიტეტში გაიარა მოკლე კურსი თემაზე: „საერთაშორისო დახმარების ეფექტიანი გამოყენება“.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002–2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ.
  • 2003–2004 წლებში — ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის აპარატში სპეციალისტად.
  • 2004–2005 წლებში მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
  • 2005–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონული ეკონომიკის განყოფილებაში.
  • 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მარტამდე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2007 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 29 აპრილამდე — მინისტრის პირველი მოადგილედ.
  • 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.

სხვა ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2009 წელს დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
პეტრე ცისკარიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
2008 – ოქტომბერი, 2011
შემდეგი:
ზაზა გოროზია