სტივ ჯობსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივ ჯობსი

სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs, 24 თებერვალი 1955, სან-ფრანცისკო — 5 ოქტომბერი 2011, პალო-ტო),[1][2] ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი[3], თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO).[4][5] 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა.[6] როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.[7]

1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ ვოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას ეპლ II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში.[8][9] 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს,[10] რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Steve Jobs, Apple founder, dies“, CNN, October 5, 2011. წაკითხვის თარიღი: October 5, 2011. 
  2. Apple - Remembering Steve Jobs“, Apple, October 5, 2011. წაკითხვის თარიღი: October 5, 2011. 
  3. Markoff, John. “An 'Unknown' Co-Founder Leaves After 20 Years of Glory and Turmoil“, The New York Times, September 1, 1997. წაკითხვის თარიღი: August 24, 2011. 
  4. Apple Inc. (August 24, 2011). "Steve Jobs Resigns as CEO of Apple". Press release. Archived from the original. You must specify the date the archive was made using the |archivedate= parameter. http://www.apple.com/pr/library/2011/08/24Steve-Jobs-Resigns-as-CEO-of-Apple.htmlაკითხულია: August 24, 2011. 
  5. Ovide, Shira. “Steve Jobs Resigns as Apple CEO“, The Wall Street Journal, August 24, 2011. წაკითხვის თარიღი: August 24, 2011. 
  6. IMDB, "Toy Story" Credits
  7. The Walt Disney Company — Steve Jobs Biography.
    Holson, Laura M.. “Disney Agrees to Acquire Pixar in a $7.4 Billion Deal“, The New York Times, January 25, 2006. წაკითხვის თარიღი: January 17, 2010. 
    Pixar Becomes Unit of Disney“, The New York Times, May 6, 2006. წაკითხვის თარიღი: January 17, 2010. 
  8. Kahney, Leander. “Wired News: We're All Mac Users Now“, Wired News, January 6, 2004. წაკითხვის თარიღი: September 20, 2006. 
  9. America's Most Admired Companies: Jobs' journey timeline“, CNNMoney.com. წაკითხვის თარიღი: May 24, 2010.  Jobs and a team of engineers visit Xerox PARC, where they see a demo of mouse and graphical user interface
  10. Vivek Kaul (May 11, 2009). What Steve Jobs did when he was fired from Apple. DNA (newspaper).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე