პორტალი:ახალი ამბები/2011 ოქტომბერი 5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 5 ოქტომბერი, 2011 (2011-10-05) (ოთხშაბათი)
  • კორპორაცია „Apple“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მის მიერ დაარსებული კომპანია უკვე დიდი ხანია მსოფლიოში უნაკლო ხარისხისა და სტილის სიმბოლოა. (1 არხი)
  • ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა დანიელ შეხტმანი ისრაელიდან. შეხტმანმა აღმოაჩინა „კვაზიკრისტალები“, რომელთა არსებობა მანამდე შეუძლებლად იყო მიჩნეული და ამით „ძირეულად შეიცვალა ქიმიკოსთა წარმოდგენა მყარ მატერიაზე“. (რადიო თავისუფლება)