მაია ჩიბურდანიძე
მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961, ქუთაისი) — ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991). მაია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. საერთშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და ვაჟთა (1984) შორის. სსრ კავშირის ჩემპიონი (1977) და ვიცე-ჩემპიონი (1979). საჭადრაკო ოსკარის ოთხგზის (1984,1985,1986,1987) მფლობელი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში; მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ქალთა საკავშირო ჩემპიონატი მოიგო.
ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს.
[რედაქტირება] ტურნირები
მსოფლიოს პირველობაზე ბრძოლაში ჩაერთო 1976 წლიდან:
- 1975 ზონალური ტურნირი (სსრ კავშირის XXXV ჩემპიონატი) - VII-XI (საკანდიდატო სიით მაია დაუშვეს საზონათშორისო ტურნირში)
- 1976 საზონათშორისო ტურნირი - II-III
- 1977 პრედენდენტთა მეოთხედფინალური მატჩი : მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 5,5-4,5 (+3=5-2)
- 1977 პრედენდენტთა ნახევარფინალური მატჩი:მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია 6,5-5,5 (+4=5-3)
- 1978 პრედენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე- ალა კუშნირი 7,5-6,5 (+5=5-4)
- 1978 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : მაია ჩიბურდანიძე - ნონა გაფრინდაშვილი 8,5-6,5 (+4=9-2)
- 1981 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 8-8 (+4=8-4)
- 1984 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ირინა ლევიტინა 8,5-5,5 (+5=7-2)
- 1986 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ელენე ახმილოვსკაია 8.5-5.5 (+4=9-1)
- 1988 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია - ჩიბურდანიძე - ნანა იოსელინი 8,5-7,5 (+3=11-2)
- 1991 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : მაია ჩიბურდანიძე - სიე ძუნი 6,5-8,5 (+2=9-4)
- 1992 პრეტენდენტთა ტურნირი - II-III (მესამე ადგილი უარესი კოეფიციენტების გამო)
- 1994 პრეტენდენტთა ტურნირი - I-II
- 1995 პრეტენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ჟუჟა პოლგარი 1,5-5,5 (+0=3-4)
მომდევნო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები იმართებოდა ე.წ. ნოკაუტ-სისტემით. მაია, რომელიც ამ დროისათვის პრაქტიკულად აღარ თამაშობდა, რამდენჯერმე მივიდა ნახევარფინალამდე, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.
[რედაქტირება] ოლიმპიადები
მაია 15-ჯერ მონაწილეობდა (ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი) ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. აქედან 7-ჯერ იგი იცავდა სსრ კავშირის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - საქართველოს (1992-2004,2008) ნაკრების ღირსებას. ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ერთხელ გუნდთნ ერთად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ინდივიდუალურად მაია ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და 4-ჯერ მოიგო მცირე ოქროს მედალი პირველ დაფაზე გამარჯვებისათვის. სულ მაიამ ოლიმპიადებზე 167 პარტიიდან 125,5 ქულას მოუყარა თავი (+89=73-5). მაია ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005) წარმატებით თამაშობდა მაია სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც:
- 1974 ბრაშოვი - I,
- 1975 თბილისი - I-II
- 1978 ბუდაპეშტი - I
- 1979 ბელგრადი - II
- 1979 ბად-კისინგენი - I
- 1983 ბელგრადი - II-III
- 1983 სმედერევსკა-პალანკა -I
- 1984 თბილისი - III
- 1986 იაიცე - III
- 1992 ბელგრადი - I
არა ნაკლებ წარმატებით გამოდიოდა მაია ვაჟთა ტურნირებშიც:
- 1980 საქართველოს ჩემპიოანტი - II
- 1980 საკავშირო შესარჩევი ტურნირი - II (მოიპოვა უფლება ეთამაშა ვაჟთა საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში)
- 1979 ბარსელონა - I
- 1983 დორტმუნდი - IV
- 1984 ათენი - II-IV
- 1984 ნიუ დელი -I
- 1985 ბანია-ლუკა - I
- 1986/1987 ჰასტინგსი - V -VI
- 1986 მატჩი პ.პოპოვიჩთან 4-4 (+1=6-1)
- 1987 ბილბაო - I
- 1987 ბრიუსელი მატჩი ქალბატონები სენიორების წინააღმდეგ - II (4,5 ქულა 8-დან)
- 1991 თბილისი - III
- 1992 ბელგრადი - I
- 1993 ვენა - I
- 1995 ლიპსტადი - I
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| წინამორბედი: ნონა გაფრინდაშვილი |
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 1978–1991 |
შემდეგი: სიე ძუნი |
|
|||||