ალმაზბეკ ატამბაევი
ალმაზბეკ ატამბაევი (დ. 17 სექტემბერი, 1956, ს. არაშანი, ალამუდუნის რაიონი, ჩუის ოლქი, ყირგიზეთის სსრ) — ყირგიზეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ყირგიზეთის სამბოს ფედერაციის საპატიო თავჯდომარე[1]. ქვეყნის პრეზიდენტი 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
1995-2000 წლებში ქვეყნის პარლამენტის ჟოგორკუ-კენეშის დეპუტატია. აპრილის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის დროებითი მთავრობის მეთაურის მოადგილეა ეკონომიკის დარგში. 2010 წლის 17 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
2011 წლის 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოაგროვა ხმების 63 %-მდე და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.[2]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||
