პორტალი:ახალი ამბები/2009 ივლისი 20
|
|
- გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტი აწესებს დამატებით სანქციებს ჩრდილოეთ კორეაზე. (BBC) (Xinhua) (Japan Today)
- ჩინეთის მშპ 7.9%-ით გაიზრდა 2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა. (Xinhua) (China Daily) (BBC)
- გოლამ რეზა აგაზადე, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ირანის ვიცე–პრეზიდენტი, უცნობი მიზეზით გადადგა. (ISNA) (BBC) (Jerusalem Post) (Xinhua)
- ხუთდღიანი დებატების შემდეგ ისლანდიის პარლამენტმა მცირე უმრავლესობით გადაწყვიტა ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. (Al Jazeera) (BBC) (The Independent) (The Telegraph)
- წმინდა საყდარმა ოსკარ უაილდი „თანამედროვე მსოფლიოს ბრწყინვალე ანალიტიკოსად“ ცნო, რითაც შეარბილა თავისი მკაცრი დაომკიდებულება პოეტისადმი. (The Daily Telegraph) (The Guardian)
- ჰონდურასის დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიჩელეტი მზადაა გადადგეს, იმ შემთხვევაში თუ მანუელ სელაია უარს იტყვის პრეზიდენტობის პრეტენზიაზე. (CNN) (AFP)
- ომარ ბონგოს ვაჟი, ალი ბონგო ონდიმბა, გაბონის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენეს. (BBC)
- ჩინეთმა ბოიკოტი გამოუცხადა მსოფლიო თამაშების გახსნას ტაივანში, თუმცა თამაშებში მონაწილოებას გეგმავს. (BBC)
- 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა პაპუა ახალი გვინეას სანაპიროსთან, თუმცა დიდი ზიანი არ მოუტანია. (RTÉ)
- 110 სართულიანი სირს ტაუერი ჩიკაგოში, აშშ, ოფიციალურად უილის ტაუერი გახდა. (BBC)
- აღმოჩენილია ჩამოვარდნილი კასპიენ ეარლაინსის რეისი 7908–ის შავი ყუთები. (Bernama) (Press TV) (Press Association)
- 17 წლის ზაკ სანდერლენდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც მარტომ იმოგზაურა იახტით მსოფლიოს გარშემო. (BBC)
- მადონას კონცერტი მარსელში, საფრანგეთი, გაუქმებულია სცენის ჩამონგრევის გამო, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 9 დააშავა. (AFP) (BBC) (Boston Globe) (CBC) (Japan Today) (MSNBC) (Pravda) (The Telegraph)
|
|
|
- აშშ–ის ეპისკოპალური ეკლესიაში კენჭისყრა ჩატარდა ჰომოსექსუალების ეპისკოპოსად დანიშვნაზე სამ-წლიანი აკრძალვის მოხსნის საკითხზე. (BBC)
- კათოლიკური ეკლესია ხოტბას ასხავს ფილმს ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი, თუმცა მანამდე ჯოან როულინგის წიგნებს ადანაშაულებდა ჯადოსნობისა და ოკულტიზმის ქადაგებაში. (Irish Independent)
- კასპიან ეარლაინსის რეისი 7908, თეირანი-ერევანი, 153 მგზავრითა და 15 ეკიპაჟის წევრით ბორტზე, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ირანში. ბორტზე ორი საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. (1 არხი), (BBC) (Press TV)
- 7.6-მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სამხრეთი კუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, რამაც მცირე ცუნამი წარმოშვა. (Associated Press) (New Zealand Herald) (RTÉ) (USGS)
- ჩინეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვმა რეკორდულ მაჩვენებელს $ 2.13 ტრილიონს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია იაპონიის მაჩვენებელზე. (BBC) (Xinhua)
- ჩინეთი მოითხოვს ალჟირში თავისი მოქალქეების „განსაკუთრებულ დაცვას“, სამხედრო დაჯგუფებების მიერ გაკეთებული შურისძიების განცხადებების შემდეგ. (BBC)
- მარია დელ კარმენ ბოსედა დე ლარა, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ასაკში გამხდარი დედა, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი. (BBC)
- 6 ადამიანი, მათ შორის 2 საგზაო პოლიციელია გარდაცვლილი და 16 დაჭრილი, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ანბარში, ერაყი. (RTÉ)
- კოსმოსური შატლი ინდევორი STS-127 მისიაზე , სკს–ზე გაფრინდა. (BBC)
|
|
|